x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვანდალიზმი გურჯაანში - დიდების მემორიალთან ინფრასტრუქტურა გაანადგურეს
image


ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიალთან რამდენიმე თვის წინ მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მასზე 20 000-მდე ლარი დაიხარჯა.


ადგილობრივების ინფორმაციით, ობიექტს დაცვის სამსახური ამ დრომდე არ იცავს, რის გამოც უყურადღებოდ დარჩენილი ტერიტორია ზიანდება. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მემორიალის დაცვით უზრუნველყოფას და სანიტარიული ნორმების დაცვას სთხოვს.


პროექტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონსტრუქციები გაკეთდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.



მეორე ეტაპზე, დაგეგმილია სკამების მოწყობა და ადგილზე ტელესკოპის განთავსება. ასევე დაიდგმება საინფორმაციო ბანერები, სადაც იქნება მონაცემები გურჯაანში არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ. „ვეჟინის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მოვლაზე პასუხისმგებელი გურჯაანის მერიაა.


გურჯაანის მერიაში განმარტეს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახური საქმის კურსშია და აღდგენით სამუშაოებზე უახლოეს მომავალში იზრუნებს.


სამამულო ომში დაღუპულ გმირთა დიდების მემორიალთან ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურის განვითარება და სუვენირებით ვაჭრობა იგეგმებოდა.


image

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0