საბუნებისმეტყველო დინოზავრები (ნაწილი მეხუთე) 2018, 12 მარტი, 13:06 1) ალამოზავრი - იგივე ალამოს ხვლიკი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, მისი განამარხებული ნწილები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ნიუ მექსიკოში, ოჯო ალამოს ფორმაციაზე. არსებობდა ცარცული პერიოდის მაასტრიხტულ ხანაში. 72 - 66 მილიონი წლის წინ. იზრდებოდა 20 მეტრის სიგრძის და 8 მეტრის სიმაღლის. იყო ჰერბივორი ანუ მცენარეჭამია. 2) ალასკაცეფალი - იგივე ალასკურთავა ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია ალასკის ტერიტორიაზე, პრინც კრიკის ფორმაციაზე. იზრდებოდა დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის და 1 მეტრის სიმაღლის. იყო ჰერბივორი ანუ მცენარეჭამია. ბინადრობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ. 3) ალბალოფოზავრი - ანუ თეთრბიბილოიანი ბინადრობდა იაპონიაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია იშიკავას პრეფექტურაში, კუვაჯიმას ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი, იყო დაახლოებით საშუალო მონადირე ძაღლის ზომის. და არსებობდა ცარცულ პერიოდში, 139, 8 - 129, 4 მილიონი წლის წინ. 4) ალბერტაცერატოფსი - იგივე ალბერტას რქოვანსახიანი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია კანადაში, ალბერტაში, ოლდმანის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის და 3 მეტრამდე სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. 5) ალბერტადრომეუსი - იგივე ალბერტას მრბოლელი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია კანადაში, ალბერტაში, ოლდმანის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა დაახლოებით 1, 5 მეტრის სიგრძის და ნახევარი მეტრის სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 49 3-ს მოსწონს
|