კერძები ბოსტნეულისაგან სოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი) 2018, 12 მარტი, 10:36
ინგრედიენტები: სოკო (ნებისმიერი) – 1 კგ. ხახვი – 2 თავი კვერცხი (აუცილებელი არ არის, მის ფუნქციას შვრიის ფაფა შეასრულებს) – 2 ცალი შვრიის ფანტელი – 200 გრ. საფანელი – 2 ს. კ. ქინძი – 1 კონა პილპილი და მარილი – გემოვნებით *––––––––––––––* საფანელი – ამოსავლებად ზეთი – შესაწვავად მომზადება: I. სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში. II. გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. III. შვრიის ფანტელი მოათავსეთ პატარა ქვაბში ან თასში > დაასხეთ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს > დააფარეთ სახურავი. IV. დაჭერით ხახვი და მწვანილი წვრილად. V. თასში შეურიეთ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > შეანელეთ მარილით და პილპილით. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად სქელი არ იქნება, დაუმატეთ 3-4 კოვში ფქვილი. VI. ფარში დაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ქამა სოკოს სალათი ბადრიჯნის კოტლეტი. ისეთი გემრიელია, რომ შეიძლება, ვეგეტარიანელიც კი გახდეთ ბადრიჯნის კოტლეტი ტკბილი წიწაკის გულსართით ხეკის ფუმფულა კოტლეტები 409 4-ს მოსწონს
|