x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბადრიჯნის კოტლეტი ტკბილი წიწაკის გულსართით
ბადრიჯნის კოტლეტები ტკბილი წიწაკის გულსართით


ინგრედიენტები:


ბადრიჯანი - 2 ც.


წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც.

ნიორი - 1 კბილი

მწარე წიწაკა - 1 ც.

ზეითუნის ზეთი - 1 ს. კ.

ბეგქონდარა - 1 ჩ. კ.

კვერცხი - 1 ც.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

საფანელი - 4-5 ს. კ.

საფანელი - ამოსავლებად

ზეთი - შესაწვავად


მომზადება:


1. 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შეწვით ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა.

2. ღუმელიდან გამოღებისთანავე, მოათავსეთ პარკში 10 წთ-ით.

ბადრიჯნის კოტლეტები ტკბილი წიწაკის გულსართით

3. დაჭერით ყველა ინგრედიენტი, ბადრიჯნის გარდა > დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.

ბადრიჯნის კოტლეტები ტკბილი წიწაკის გულსართით

4. ბადრიჯანს მოაცილეთ კანი და რბილი ნაწილი დააბლენდერეთ > დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, საფანელი და კარგად აურიეთ.

5. გაყავით ფარში 8-10 ნაწილად > თითოეული გააბრტყელეთ ხელის გულზე > შუაში მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ > მიეცით ოვალური ფორმა.

ბადრიჯნის კოტლეტები ტკბილი წიწაკის გულსართით

6. ამოავლეთ საფანელში > შეწვით ზეთში 3-4 წუთის მანძილზე, თითოეული გვერდიდან.

ბადრიჯნის კოტლეტები ტკბილი წიწაკის გულსართით

0
354
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0