x
image
Culture Express
ქართველების გემოვნების ცვლილება წლების მიხედვით - ვინ იყვნენ ქართული სილამაზის ეტალონები
image "კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადები მამაკაცები იბადებიან, მხედველობაში მაქვს საქართველო" - იოჰან ბლუმენბახი (ცნობილი გერმანელი ანთროპოლოგი)

ქართველები მსოფლიოში ულამაზეს ერად არიან აღიარებულები, ამას, როგორც სხვადასხვა საუკუნეში მოხვედრილი მოგზაურები, ისე გავლენიანი თანამედროვე გამოცემები აღნიშნავენ.

გთავაზობთ ქართული სილამაზის ეტალონებს, ვისაც ყველაზე ლამაზ ქართველ ქალებად ასახელებენ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე:


ნატო ვაჩნაძე


image ნატო ვაჩნაძე პირველად ფილმში 1923 წელს გადაიღეს. ორი ფილმის "მამის მკვლელისა" და "არსენა ყაჩაღის" გამოსვლის შემდეგ მას უკვე ქუჩაში ცნობდნენ. 20-30-იან წლებში კი ის საბჭოთა კინოგაქირავების მეგავარსკვლავი ხდება, მისი სახელი და გვარი ანშლაგებს ქმნიდა კინოთეატრებში..

image

მის სილამაზეს არაერთმა ქართველმა პოეტმა უძღვნა ლექსი.


შვიდ მაისში მოსული და

თვალჟუჟუნა წვიმა ხარ

სილამაზით მორთული და

სხვა ქალებზეც წინა ხარ.

ყელი გიგავს გრძელ სურას,

თვალებს მერცხლებს ვადარებ.

ვინ არის რომ შენს სურათს

სულ გულით არ ატარებს..

იოსებ გრიშაშვილი

image

მედეა ჯაფარიძე

image

1948 წელს გადაღებული ფილმით "ქეთო და კოტე" მედეა ჯაფარიძე ქართველი ხალხის გამორჩეულად საყვარელი მსახიობი გახდა. მას ზეციური სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევენ..

image ფოტო: ციფრული ფოტომატიანე

" დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა. ასე მოჭარბებულადაა ყველაფერი ყოფიერი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე..რომლის სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე. " - იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა

image

ლეილა ყიფიანი

image ლეილა ყიფიანს 60-იანი წლებიდან იღებდნენ კინოში. მისი ფოტო არადერთ ჟურნალს ამშვენებდა სხვადასხვა წლებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან გამორჩეული ფილმებში " ლონდრე", "მე ვხედავ მზეს", "ღიმილის ბიჭები" დაუვიწყარია მაყურებლისთვის..

imageფოტო: ციფრული ფოტომატიანე

ლიკა ქავჟარაძე

image მას 70-იანი წლებიდან იღებდნენ ფილმებში. "პეპელა", "სათადარიგო ბორბალი", "დონ კიხოტის მოგზაურობა" ეს ის ფილმებისა, სადაც ლიკა ქავჟარაძე მთავარ როლს ასრულებს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებული მარიტას როლით მოიპოვა.

image

1987 წელს კანის კინოფეტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ის მონიკა ვიტის შეადარა.

imageფოტო: ციფრული ფოტომატიანე

თაკო ნაცვლიშვილი

image

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე მოხვდა ცნობილი ბრენდების სამოსით. მისი ფოტოები მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ფურცლებზე იბეჭდება

image 2016 წელს თაკო ნაცვლიშვილი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც "არმანის" კოლექციის (Armani collezioni) სახე გახდა.

imageimage






0
1271
6-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0