ფოტოგრაფია ფოტომატიანე - მეოცე საუკუნის თბილისი ელვარე ვარსკვლავებით მოჭედილი II ნაწილი 2018, 5 ივლისი, 15:19 ფოტოებს საოცარი თვისება აქვთ - შეაჩერონ დრო, ასახონ კონკრეტული მოვლენები და პიროვნებები. სწორედ ფოტოების საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მეოცე საუკუნის თბილისში, შევხვდეთ ლეგენდარულ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დაამჩნიეს ქართულ კულტურას და ხალხმაც განსაკუთრებით შეიყვარა თითოეული მათგანი.
გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი ადამიანების ფოტოსურათებს, რომლებიც უკვე ოქროს ფონდის საკუთრებაა:
ელვარე ვარსკვლავი - მარინე თბილელი და გენიალური მსახიობი სესილია თაყაიშვილი ფილმიდან "თოჯინები იცინიან"
გოჩა აბაშიძე, დათო დანელია, ლეილა აბაშიძე, დოდო აბაშიძე
მთელი თანავარსკვლავედი ერთ ფოტოზე: მარცხნიდან - ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ სხირტლაძე, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ფაინა რანევსკაია, გოგი გეგეჭკორი
ელდარ შენგელაია ბავშვობაში ეს სიტყვები დაუწერა წიგნზე დედამ, ნატო ვაჩნაძემ პატარა ელდარს:
" მუდამ ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეკიდე სხვათა მწუხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და მსხვერპლის გაღება, თუ ეს მის მეგობრებს და ახლობლებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ იქნები ღირსეული და ბედნიერი ადამიანი"
იმედო კახიანი და დოდო აბაშიძე - გურამ თიკინაძის ფოტო
სულ ახალგაზრდები - სოფიკო ჭიაურელი და ნანი ბრეგვაძე ბაკურიანში
უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე, რომელიც 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ მონიკა ვიტის შეადარა
მედეა ჯაფარიძე ვაჟთან ლაშა თაბუკაშვილთან ერთად
მაია კანკავა და ია ნინიძე ფილმ "ვერის უბნის მელოდიების" ვარსკვლავები
ძველი მეგობრების ჯორჯ ბალანჩინისა (გიორგი ბალანჩივაძე) და ილიკო სუხიშვილის შეხვედრა წლების შემდეგ სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად კულისებში
დალი თუშიშვილი კინოფილმიდან "დაისი"
ელდარ შენგელაია და სერგო ფარაჯანოვი
დოდო აბაშიძე და ლია ელიავა
ხათუნა კოტრიკაძე "მხიარული რომანის" გადაღებებისას
ზურა ყიფშიძე და თინათინ ვარდანაშვილი კადრს მიღმა "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებებისას 596 3-ს მოსწონს
|