x
image
Culture Express
ფოტოები, რომლებმაც ქართული რეალობა შეცვალეს
image ალბათ ხშირად გვიფიქრია იმის შესახებ, რომ რაც ცხოვრების მანძილზე წარსულიდან გვრჩება ფოტოებია, რომელთა დათვალიერებასაც სხვადასხვაგვარი ემოცია ახლავს. ფოტოსურათები ერთგვარად აჩერებენ დროს და კონკრეტულ მომენტებს სამუდამოდ ინახავენ..


არსებობს ფოტოები, რომელთათვისაც წინასწარ მოემზადნენ, დაგეგმეს და მომავალი თაობებისთვის ან უბრალოდ საოჯახო ალბომისთვის გადაიღეს, მაგრამ არსებობს ფოტოები, რომელთა გადაღებებიც არავის დაუგეგმავს და სპონტანურია. ორივე მათგანს თავისი ხიბლი აქვს, ფაქტია რომ ფოტოებს დროის გაჩერება და მუნიფიცირება შეუძლიათ..


წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებმაც მეოცე საუკუნის ქართულ რეალობაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინეს:

image გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკასთან..


ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი.



image

ჯორჯ ბალანჩინი იგივე გიორგი ბალანჩივაძე ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, ბალეტმეისტერი ილიკო სუხიშვილთან და სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად.

ილიკო სუხიშვილი იხსენებდა:

" მე და ჯორჯ ბალანჩინი ახალგაზრდობის მეგობრები ვიყავი.. როცა ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლას აპირებდა, მეც მთავაზობდა. შენნაირ ნიჭიერ კაცს ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს, წამოდი ჩემთან და მსოფლიო ერთად ავალაპარაკოთო, მე სულ სხვა გეგმები მქონდა. ერთი ისეთი იდეით ვარ შებყრობილი, რომელის განხორციელებასაც მხოლოდ ჩემს ქვეყანაში შევძლებ - მეთქი.

დიდი ხნის მერე, უკვე 50-იანი წლების ბოლოს, ერთმანეთს ამერიკაში შევხვდით, აღბრთოვანებული შემოვიდა კულისებში, სწორად მოქცეულხარო - მითხრა.. ჩვენ ორივემ ოცნებები ავისრულეთ, შენ საქართველოში ნამდვილი ნაციონალური ბალეტი შექმენი, მე კი აქ "ნიუ-იორკ" სითი ბალეტიო. " - იხსენებდა ილიკო სუხიშვილი

სწორედ ამ შეხვედრისასაა გადაღებული ეს ფოტო.

ფოტო: ციფრული ფოტომატიანე


image

ფოტო "ნატვრის ხის" გადაღებებისას, სოფიკო ჭიაურელს უსწორებენ გრიმს. 1975 წელი. შეგახსენებთ რომ სოფიკო ჭიაურელი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში ერთადერთი მსახიობი ქალი იყო, რომელიც 7-ჯერ დაჯილდოვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი


image

უდიდესი ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი მასპინძლობს დანიის დედოფალ მარგარეტ მეორეს. თბილისი 1975 წელი

ფოტო:ციფრული ფოტომატიანე


image

სოფი ლორენი "სპაგეტით" უმასპინძლდება სერგო ზაქარიაძეს. მათი შეხვერდა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტვივალზე მოხდა 1965 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ორივე მათგანს გადაეცა პრიზი. სერგო ზაქარიაძე ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა", სოფი ლორენი კინოფილმისთვის "ქორწინება იტალიურად", გიორგი მახარაშვილისა და "მეძავი ფელუმენას" შეხვერდის შესახებ თბილისში დაბრუნებულ ზაქარიაძეს ხშირად ეკითხებოდნენ.


imageმარჯვნივ - ფიროსმანის მიერ დახატული "აქტრისა მარგარიტა" მის პორტრეტთან, გამოფენაზე პარიზში.


image

რუსთაველის თეატრის ტრიუმფალური გასტოლები ლონდონში, ცენტრში ინგლისელი თეატრის რეჟისორი პიტერ ბრუკი ქართველ მსახიობებთან მარინე თბილელთან, მედეა ჩახავასთან, კარლო საკანდელიზესთან, კახი კავსაძესთან, სოსო ლაღიზესთან, ჯემალ ღაღანიძესთან და სხვებთან ერთად.

ფოტოზე ადვილია რეჟისორ რობერტ სტურუას ამოცნობაც


imageაკაკი ხორავასა და პაბლო პიკასოს შეხვედრა პარიზში, თეატრალური პრემიერის წინ


image

ცნობილი ფრანგი კომიკოსი პიერ რიშარი და ქართველი მსახიობი ხათუნა იოსელიანი. ნანა ჯორჯაძის ფილმის " შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის" გადაღებებისას. ფილმი პირველი ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული კინოსურათი იყო, რომელმაც ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინაცია მიიღო.



image

28 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც ვაგზლის პეროზე გულშემატკივრები დახვდნენ. 1969 წელი.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ავტორი გივი კიკვიძე.


image

ელდარ შენგელაია, სესილია თაყაიშვილი, ვანიჩკა საყვარელიძე და ოპერატპრო ლევან პაატაშვილი ფილმის "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" გადაღებებისას, ფილმმა ერთგვარად საბჭოთა კავშირის დაჭლა იწინასწარმეტყველა.

ფილმში ერთ-ერთ როლს სესილია თაყაიშვილი თამაშობს, რომელიც გადაღებებისას საავადმყოფოში იწყვა და გადაღებებისთვის მხოლოდ რამდენიმე საათით ტოვებდა პალატას.

0
496
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0