x
image
Culture Express
" მსახიობს კადრში "დურაკი" თვალები არ უნდა ჰქონდეს. განათლებული უნდა იყოს.." - ზურა ყიფშიძე
image როდესაც მიმდინარეობს ხოლე მსჯელობა, თუ ვინ შეიძლებოდა ქართველებს გვყოლოდა მსოფლიოს მსაშტაბით წარმატებული მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ყველანი ვთანხმდებით, რომ თავისი ნიჭისა და გარეგნობის გათვალისწინებით ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ზურაბ ყიფშიძე. რომლის შესახებაც 1990 წელს თუმანიშვილის თეატრის აშშ-ში გასტროლისას "ვაშინგტონ პოსტი" წერდა: " თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები, ხოლო ეს ბიჭი, ზურაბ ყიფშიძე ყველას მტვერში აგორავებს.." ეს კომპლიმენტები მის მიერ თეატრის სცენაზე ნათამაშებ დონ ჟუანს ეკუთვნის.

image

თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ნიჭიერი კინოსა და თეატრის მსახიობი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ 70-ზე მეტ ფილმში ასრულებს, როგორც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან როლებს, აქედან სულ სამი-ოთხია მისი შესრულებული როლი, რომელიც მოსწონს და არ სრცხვენია მათი.

" არის როლები, რომლისაც მრცხვენია, მაგალითად, ზაზა ურუშაძის "სამი სახლი" ერთ-ერთი ბოლოა, არ მრცხვენია, "ცოდვის შვილების" (ფილმი) არ მრცხვენია, მაგრამ არის როლები, რომლისაც მრცხვენია, პრანჭიკელობას ვერ ვიტან, ადრე იყო ეს მოდაში, რომ რაღაც უნდა გეთამაშა, მაგრამ ასე არ არის, კინოს თავისი სპეციფიკა აქვს თეატრისგან განსხვავებით.."


image ზურა ყიფშიძე ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში"

" მე არ მიყვარს კინოში დაწებებული წვერი. ეს ჩანს, არ შეიძლება, გინდა ალ პაჩინო იყავი და ვინც გინდა იყავი არ აქვს მნიშვნელობა. მიწებებული წვერით ახლო ხედით, რომ მელაპარაკები უკვე არ მჯერა ამის. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კინოს სპეციფიკა.."

image " ახალგაზრდებს ძალიან აკლიათ ყურადღება, ყურადღება სწავლებაში გამოიხატება ხომ. იმის გარდა, რომ განათლებული უნდა იყოს საერთოდ და "დურაკი" თვალები არ უნდა ჰქონდეს კადრში, ამის გარდა უნდა იცოდეს პროფესია. ჩვენი პრფესია სპორტს ემსგავსება, აუცილებლად დრეკადი უნდა იყოს მსახიობი, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად. ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. " - ზურა ყიფშიძე

image


0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0