სისხლის სამართალი კრიმინალური არქივიდან:"მეთოჯინე" ანუ რეალური ისტორია კაცისა,რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე შემზარავია+16 2018, 6 მარტი, 14:28
2018 წლის 21 თებერვალს სასამართლომ 51 წლის წლის "მეთოჯინეს" ანატოლი მოსკვინს გაუგრძელა იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.მაინც ვინ იყო ნიჟნი ნოვგოროდელი მანიაკი-ნეკროფილი, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო 2011 წელს?
ანატოლი მოსკვინმა დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოლოგიის განხრით, იქვე დაიცვა დისერტაცია გერმანულ-კელტურ ენაზე, ამის შემდეგ კითხულობდა ლექციებს კელტოლოგიაში ნიჟნი ნოვგოროდის ლინგვისტიკის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა გაზეთ "Нижегородский рабочий"-ის კორესპონდენტად, სადაც თვეში ორჯერ აქვეყნებდა ნარკვევებს ისტორიულ და მხარეთმცოდნეობის განხრით, ასევე ადგილობრივი სასაფლაოების ისტორიაზე და სამარხებზე.აგრეთვე იყო რამდენიმე ლექსიკონის ავტორი და ელექტრონული ალმანახების გამომცემელი, არის პოლიგლოტი(13 ენა ), ხოლო მის პირად ბიბლიოთეკაში 60 000 წიგნი ინახება. 2008 წლიდან(პირველი შემთხვევები უფრო ადრე, 2004 წლიდან დაფიქსირდა, თუმცა მოსკვინს ვერ დაუმტკიცეს)ნიჟნი-ნოვგორდის სასაფლაოებიდან იკარგება ახალგაზრდა გოგონების გვამები, ძირითადად ახლად დასაფლავებულების, გამოძიებამ მხოლოდ 2011 წელს დაადგინა სავარაუდო ეჭვმიტანილი. 2011 წლის 2 ნოემბერს სამართალდამცავებმა მოსკვინის ბინა გაჩხრიკეს და რაც იქ აღმოაჩინეს, ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესი იყო. ბინაში შესვლის დროს საშინელი ბალზამის სუნი იდგა, სადაც სამართალდამცავებს 26 მუმიფიცირებული თოჯინად გადაკეთებული გვამი დახვდათ, ეცვათ სამოსი, უმეტესობა "გაუმჯობესებული" იყო მუსიკალური მოწყობილობით, მაგალითად მღეროდნენ ან ხმას გამოსცემდნენ, როდესაც ხელით შეეხებოდით, ბინაში აგრეთვე აღმოაჩინეს სასაფლაოების გზამკვლევი და ბალზამირების ინსტრუქცია, როგორც მოსკვინმა განაცხადა, რომელიმე "თოჯინა" თუ მობეზრდებოდა, ისევ უკან სასაფლაოზე აბრუნებდა, მთლიანობაში მან 80 "თოჯინა-მუმია" დაამზადა. მოგვიანებით მოსკვინმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ საღამოობით მუმიებს დივანზე წამოასკუპებდა და ტელევიზორში მულტფილმებს და ახალ ფილმებს აყურებინებდა.თვითონ მთლიანად ზუსტად არ ახსოვს რამდენი საფლავი გათხარა, თუმცა გამოძიების ვერსიით, რაოდენობა 150-ს აჭარბებს. დაკავების შემდეგ მოსკვინზე ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპეტიზა, რითაც დადგინდა დიაგნოზი:"შიზოფრენია", რის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაენიშნა იძულებითი მკურნალობა. განმეორებითი სასამართლოები 2012, 2015 და 2018 წელს გაიმართა, სადაც განაჩენი ძალაში დარჩა. კრიმინალისტების განცხადებით, მოსკვინის საქმე არის უნიკალური, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი კრიმინალისტიკის ისტორიაში, თუმცა მომხდარა მსგავსი შემთხვევები.
კრიმინალური არქივიდან:"დენდი" და მისი ბანდა ანუ "ცეხავიკების საქმე"
კრიმინალური არქივიდან: ვინ იყო ის სამი ქალი, რომელიც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს
კრიმინალური არქივიდან: შავი კოლგოტის მანიაკი
კრიმინალური არქივიდან:საყვარელი რომელიც 10 წელი სხვენში ცხოვრობდა
კრიმინალური არქივიდან:საუკუნის ძარცვა ანუ ძმები კალაჩიანების ისტორია 425 6-ს მოსწონს
|