x
როგორ გახდა 23 წლის ანანო ვეკუა პირველი ქართველი მეღვინე გოგო სამხრეთ აფრიკაში
image

"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს პროფესია ავირჩიე, იმ სტერეოტიპის დამსხვრევა იყო, რომ ღვინო კაცების საქმეა"

23 წლის ანანო ვეკუა მეღვინეობას აგრარულ უნივერსიტეტში დაეუფლა. ამბობს, რომ ოჯახში ამ პროფესი­ის არავინ ჰყოლია. ამჟამად სამხრეთ აფრიკაში უმსხვილეს ღვინის კომპანიაში მუშაობს - გამოცდილებას იღებს. ყველა ოპერაციაში ჩართულია­ და, ფაქტობრივად, მთელ ციკლში - ყურძნის მიღებით დაწყებული, ღვინის ჩამოსხმით დასრულებული - ყველა­ფერში მონაწილეობს. რა განსხვავებაა აფრიკულსა და ქართულ ღვინოს შო­რის და სამხრეთ აფრიკაში მიღებულ გამოცდილებას საქართველოში როგორ გამოიყენებს, ანანო თავად მოგიყვებათ.

- აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დავამთავრე.


ახლა მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, პარალელურად ვმუშაობ მსხვილ ქართულ მეღვინეობის კომპანიაში.

- სამხრეთ აფრიკაში როგორ მოხვდი?
- არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, სამხრეთ აფრიკაში სიდიდით მეორე ღვინის კომპანიაში, "რობერტსონში" მემუშავა. აქ ახლა რთველია, 60 ათასი ტონა ყურძნის აღებას ვაპირებთ. ყველა პროცესში ჩართული ვარ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო.

- მეღვინეობა გოგოსთვის ცოტა უჩვეულო პროფესიაა.
- ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს პროფესია ავირჩიე, სწორედ იმ სტერეოტიპის დამსხვრევა იყო, რომ ღვინო კაცების საქმეა. ბევრს უკვირდა ჩემი გადაწყვეტილება. ძალიან მომწონს ღვინის კულტურა, მაინტერესებს ამ სასმლის შესაქმნელი ურთულესი მიკრობიოლოგიური და ქიმიური პროცესები. სინამდვილეში ეს პროფესია ძალიან აზარტულია, განუწყვეტელი ექსპერიმენტები და რისკებია. ალბათ, ეს გამოწვევები ხდის ამ საქმეს საინტერესოს. ძალიან სტრესულიც არის, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა არ მაძლევს მოდუნების უფლებას.

- სამხრეთ აფრიკაში როგორი ყურძენი და ვენახი აქვთ, ჰგავს ჩვენსას?
- აქ ძალიან მშრალი კლიმატია და დიდი ფართობები, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობისთვის, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ - ყვავილები, მარცვლეული კულტურები, მევენახეობა-მეღვინეობა წამყვანი დარგებია. ვენახის ფართობი ჯამში დაახლოებით 100 ათასი ჰექტარია. ახალი მეღვინეობის ქვეყნად ითვლება, თუმცა 2016 წლის მონაცემებით, მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში მწარმოებლებს შორის.
მეღვინეები მთელი წლის განმავლობაში ხშირ-ხშირად ხვდებიან მევენახეებს, რათა ზუსტად ისეთი პროდუქტი მიიღონ, სასურველი ღვინისთვის როგორიც სჭირდებათ.

- რა ჯიშები მოდის?
- ძირითადად, ფრანგული, რამდენიმე გერმანულიც შემხვდა. კაბერნე-სოვინიონი, მერლო, სირა, სოვინიონ-ბლანი, შარდონე, გევუირცტრამინერი და სხვ.
საქართველოში ცოტას თუ იპოვით ასე მოვლილ ვენახებს. რა თქმა უნდა, ნიადაგიდან და კლიმატიდან გამომდინარე, ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემა ჩვენგან განსხვავებულია.

განაგრძეთ კითხვა

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0