x
მარადიული სიცოცხლის რკალი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ვაზის ლერწს "ბორჯღალოსნების" კვართზე
imageსარაგბო სამყაროში ეროვნული ნაკრების კვართი მორაგბისა თუ ქომაგისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რაგბი უამრავი ტრადიციის, დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისა და ღირებულებათა თამაშია, რომელშიც სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, ქვეყნის სარაგბო ნაკრების სიმბოლიკა განსხვავადება ამავე ქვეყნის სხვა სპორტების ნაკრებების სიმბოლიკისგან - მაგალითად, ინგლისელთა წითელი ვარდი, არგენტინელთა პუმა, სამხრეთ აფრიკელთა ქურციკი, ახალ ზელანდიელთა გვიმრა და რა თქმა უნდა, ჩვენი ბორჯღალი.

ყოველ სიმბოლოს თავისი ისტორია და უნიკალური მნიშვნელობა აქვს, როგორც მაგალითად ბორჯღალი ძველი კავკასიური მზის სიმბოლოა, რომლის მბრუნავი ფრთები სიცოცხლის უსასრულობის აღმნიშვნელია. ბორჯღალის გარდა ჩვენი ნაკრების კვართს კიდევ ერთი სიმბოლო - ვაზის ლერწი ამშვენებს, რომელიც ზურგზეა ამოქარგული.

imageაღსანიშნავია, რომ კვართზე ვაზის ლერწს საქართველოს ყველა სარაგბო ნაკრები როდი ატარებს. ამის უფლება და პატივი მხოლოდ კაც ბორჯღალოსნებს აქვთ. ამ სიმბოლოს უკან დგას ლეგენდა, რომელიც მწერალმა და პუბლიცისტმა, ვეტერანმა მორაგბემ, ლევან ვასაძემ მოიპოვა:

ვაზისა და ღვინის სამშობლოში, საქართველოში, მეომრებს ოდითგანვე ულამაზესი მეომრული ტრადიცია ჰქონდათ, რომელიც ქართველების სულის გაუტეხელობასა და მათი კულტურის აღმატებულ სულიერებაზე მეტყველებს.


განაგრეთ კითხვა

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0