x
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის მუშაობის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
image

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგის პროცესში - თბილისის მერია’’ კვლევის შედეგები მზადაა.



პროექტზე მუშაობა თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრატურის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა დეკემბერის თვეში დაიწყო და აპრილში დაასრულა.


2017 წლის ანგარიშების მიხედვით, თბილისის მერიას შეისწავლიდნენ სამი ძირითადი მიმართულებით : გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა.



პროექტი ასევე ითვალისწინებდა თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული მმართველობის ეფექტიანობის შემოწმებას, ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის დადგენას და საჯარო პირების პერფორმანსის შეფასებას.


პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამის საჯარო პირებთან, ასევე ექსპერტებთან. თბილისის მერიიდან შეხვედრებში აქტიურად ჩართულები იყვნენ საფინანსო-საქალაქო სამსახურის, ახალგაზრდობის, განათლების, გარემოს მიმართულებით მთავარი სპეციალისტები. რაც შეეხება ექსპერტებს, კვლევაში ჩართულები იყვნენ ასევე, გარემოსდამცველები, გენდერის მკვლევრები, ურბანისტები, გეოგრაფები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.


კვლევაში ნათლად არის ასახული თბილისის მერიის მუშაობის სპეციფიკა, პრობლემები და რეკომენდაციები.იხილეთ კვლევის შედეგები

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0