x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბაკურ სვანიძე: თქვით ახლა, ვინ არის "გადაგვარებული" ქართველი და ვინ - "ეროვნული" იდეის მატარებელი
imageიუმორისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



"კომუნისტი" ქართველების ზეობის ხანაში დაიდგა "ქართვლის დედის" მონუმენტი, "დედა ენის" ძეგლი, სკულპტურა "კიდევაც დაიზრდებიან!" და ა.შ.
"დასავლური ღირებულებების" დამამკვიდრებელი"პატრიოტი ქართველების დროს დაიდგა "შლოპანცების"კვერცხების და ველოსიპედების ძეგლები...
თავად თქვით ახლა, ვინ არის "გადაგვარებული" ქართველი და ვინ - "ეროვნეული" იდეის მატარებელი...


image

მცირე ექსკურსი



"ქართვლის დედა", -მონუმენტური ქანდაკება, რომლის ავტორია მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი 1958 წელს დაიდგა სოლოლაკის მთაზე, თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, თავიდან ქანდაკება დროებით უნდა მდგარიყო, თუმცა 1963 წელს ხის ფაქტურა ალუმინით დაიფარა, ხოლო 1997 წელს ქანდაკება ახლით შეიცვალა."ქართლის დედა"-არის ეროვნული ხასიათის სიმბოლო:მოყვარეს თასით ხელში დახვდე მხოლოდ მტერს ხმლით.



"კიდევაც დაიზრდებიან"-მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, ძეგლი დაიდგა 1975 წელს მარნეულის გზატკეცილზე ფაშიზმზე გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით.


"დედა ენა" („ცოდნის ზარი“) ძეგლი-ავტორები ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი, დაიდგა 1983 წელს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ე.წ. “მშრალ ხიდთან”.მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს.


"ველოსიპედი"-მოქანდაკე ჟან დუპა, დაიდგა 2001 წელს ვარდების მოედანზე.


კვერცხებზე შემდგარი “შლოპანცები”-ავტორი ფრანგი სკულპტორი ლილი ფანტოცი, გაიხსნა 2011 წელს ბათუმში სასტუმრო რედისონის” წინ.

image

იხილეთ აგრეთვე

image

0
830
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0