ფოლკლორი ინდიელი ხალხის სიბრძნე 2018, 15 მარტი, 10:54 ამ ხალხს, ინდიელებს მხოლოდ იმიტომ ეძახიან, რომ ქრისტეფორე კოლიმბმა ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ის ინდოეთად გამოაცხადა. ეს იყო ხალხი, რომელიც სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდა ბუნებასთან და ამიტომ, «ცივილიზირებულმა» ევროპელებმა ისინი ველურებად ჩათვალეს. თუმცა, ამ ხალხის სიბრძნე ძალიან ღრმა არის და სწორედ ასახავს ადამიანის და ბუნების ურთიერთობას. ის ვინც დუმს, უფრო მეტი იცის, იმასთან შედარებით, ვინც ენას არ აჩერებს. ადამიანს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს – სიკვდილი, დანარჩენში, ის სრულიად თავისუფალია. ჯერ საკუთარი მოკასინების კვაკს შეხედე, ვიდრე სხვა ადანიანების ნაკლოვანების შესახებ ისაუბრებ. ყოველ ადამიანში, ბოროტი და კეთილი მგელი იბრძვის. ყოველთვის ის იმარჯვებს, რომელსაც ადამიანი კვებავს. თუ რამე გაქვს სათქმელი, ფეხზე ადექი, რომ დაგინახონ. მტერი ყოველთვის მტერი არ არის, ხოლო მეგობარი – მეგობარი. ნუ განსჯი ადამიანს, ვიდრე მისი მოკოსინებით 2 მთვარეს (რედ. იგულისხმება მთვარის 2 ციკლი – 58 დღე) არ ივლი. მსოფლიოში ყველაფერს – თავისი სიმღერა აქვს. ბავშვი – სტუმარი არის შენს სახლში: აჭამე, ასწავლე და გაუშვი. მკვდარ თევზსაც შეუძლია დინების მიმართულებით ცურვა. კარგად ნათქვამი სიტყვა, ნაჯახით დატოვილ ნიშანზე უკეთესია. ბავშვებს მაშინ ესაუბრე, როდესაც საჭმელს ჭამენ, და შენს მიერ ნათქვამი, ყოველთვის ეხსომებათ. ადამიანმა თავად უნდა გაკეთოს საკუთარი ისრები. ადამიანები აუხდენელი სურვილების გამო ხდებიან ავად. ყველაფერს დედამიწაზე თავისი მიზანი აქვს, ყველა დაავადებას – წამალი, რომელიც მას კურნავს, ხოლო ყველა ადამიანს – დანიშნულება (მისია). ბაყაყი არ სვავს ტბორიდან, რომელშიც ცხოვრობს. მითხარი – და დავივიწყებ, მაჩვენე – და ვერ დავიხსომებ, გამხადე მოზიარე – და გაგებას შევძლებ. გიყვარდეს დედამიწა. ის მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა არ არის, ის შენი შვილებისგან აღებული სესხია. ცოდნა ყოველ ნივთშია დაფარული, ოდესღაც მთელი სამყარო ბიბლიოთეკა იყო. როდესაც უკანასკნელი ხე მოიჭრება, როდესაც უკანასკნელი მდინარე მოიწამლება, როდესაც უკანასკნელ ფრინველს დაიჭერენ, – მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:მოხუცი ინდიელი ბანკში 5 მოკლე ისტორია ცხოვრებასა და გრძნობებზე შემთხვევით არაფერი ხდება - იგავი პატიების შესახებ 502 9-ს მოსწონს
|