სხვა შემთხვევით არაფერი ხდება - იგავი პატიების შესახებ 2017, 5 ოქტომბერი, 11:22 ხშირად, ჩვენს ცხოვრებაში, ისეთი მოვლენები ხდება, რომლებიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ თითქოს ყველაფერს ვალეთებთ მათ გადასაწყვეტად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოგვდის. არის ისეთი მოვლენები, რომლებსაც ზოგი კარმულ გაკვეთილებს უწოდებს, ზოგი – ბედისწერას. ეს არის გაკვეთილები, რომლებიც თითოეულმა სულმა უნდა გაიარის, რომ უფრო სუფთა და ნათელი გახდეს. და თუ თქვენ გამუდმებით განიცდით, რომ ცხოვრებაში ბევრ პრობლემასთან გიწევთ შეჭიდება, მაშინ ქვემოთ მოცემული იგავი წაიკითხეთ. მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ სულები და თავიანთთვის ახალ გაკვეთილს ირჩევდნენ. ფეხზე ყველაზე გაბედული და ძლიერი სული წამოდგა: — ამჯერად მიწაზე მივდივარ, რომ პატიება ვისწავლო. ამაში ვინ დამეხმარება? – განაცხადა მან. მესამემ კი, გაიღიმა და უთხრა: — მე კი, შენი ერთ-ერთი უფროსი ვიქნები, უსამართლოდ და ქედმაღლურად მოგექცევი, რომ პატიების გრძნობა სრულად შეიგრძნო… თითოეული ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვესაჭიროება ის გაკვეთილი, რომელიც მას ჩვენს ცხოვრებაში მოაქვს... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები
341 8-ს მოსწონს
|