საზოგადოება 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრის ყვარლის მონაკვეთზე 2018, 28 თებერვალი, 0:37 მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:01 საათზე მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ამ დროს 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში დაფიქსირდა, 40 კმ სიღრმეში. ქალაქ ყვარელის ჩრდილო-აღმოსავლეთით - 9კმ. სოფელ ჩანტლისყურიდან - 12კმ-ში.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით კი საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე მიწისძვრის შედეგად ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
21 1-ს მოსწონს
|