სისხლის სამართალი შორენა გველის შხამს კი არა, ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა და არა სასულიერო პირს - მეუფე იაკობი 2018, 24 თებერვალი, 14:44 ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ციანიდის სკანდალურ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაიკითხა, სადაც საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. „უწმინდესთან ხმას არ ვიღებდი ამათ საქციელზე საერთოდ. თუმცა, გული მწყდებოდა... ჯერ კაცი უნდა იყო, სასულიერო პირი რომ იყო, ან დაცვაში რომ მუშაობდე ან ეპისკოპოსი რომ იყო. მარტივად გეტყვით, თუ კაცობა არ გაქვს ვერაფერს ვერ იზამ“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დახურული სხდომის აუდიო ჩანაწერს „ტვ პირველი“ ავრცელებს.
„შორენა რამდენი წელია პატრიარქის ირგვლივ არის. ქვეყანა მომსვლელია, რამდენი ვიზიტია პატრიარქთან. მაგას ხშირად შორენა აგვარებს ხოლმე. სასულიერო პირს რატომ სთხოვდა?! გველის შხამი კი არა ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა. ნუთუ ნაცნობები არ ჰყავდა, რომ სასულიერო პირს არ სთხოვოს?! - თქვა მეუფე იაკობმა.
„მამა გიორგისთან შესვლა არავისთვის არ დამიშლია. ერთი მღვდელი მაინც მომიყვანონ, თუმცა მესმოდა ხოლმე რომ მეუფე არ უშვებდაო. ასეთი შემთხვევა არ მქონია. მღვდლებს ვუთხარი, სანამ მეუფე დიმიტრი გადაწყვეტილებას არ მიიღებს მაგის შესახებ მოერიდეთ მაგის ზიარებას. ამის შემდეგ არასწორად გაჟღერდა. ამაზე საპატრიარქომ განცხადება გააკეთა. მეუფე დიმიტრის ეპარქიიდან გაკეთდა განცხადება, სადაც იმედს გამოთქვამდნენ, რომ მამა გაიორგი გამართლდება, ხოლო ჩემი საქციელი შეფასებული იქნა, როგორც დიდი დარღვევები. მეორე დღეს საპატრიარქომ პასუხი გასცა. თვითნ პატრიარქმა ჩაასწორა ტექსტი და ის ტექსტი იყო დადებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ საპატრიარქოს ჩემთან მიმართებაში... შემეძლო თუ არა ეს გამეკეთებინა. სინოდზეც რომ გამოიტანონ ეგ საკითხი აბსოლუტურად სწორად გავაკეთე მე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
239 2-ს მოსწონს |
დავითია საჭირო აღმაშენებელი და დააყრევინებს ამ "ჯიპოსან–წვეროსნებს" თავებს მცირე გამონაკლისების გარდა.