სისხლის სამართალი თურქეთში 50 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს 2018, 24 თებერვალი, 0:06
სტამბულში ათაშეჰირის რაიონში ბინაში მოკლული იპოვეს ქართველი ემიგრანტი ქალი, 50 წლის მაიკო ძიძიგური.ქალის შესახებ 3 დღე არაფერი ისმოდა.
შვილს მეგობარმა მას შემდეგ ატეხა განგაში, როდესაც 3 დღის განმავლობაში ქალი საერთოდ კონტაქტზე არ გამოდიოდა, მაიკო ძიძიგური მარტო ცხოვრობდა სტამბულში ათაშეჰირის რაიონში. ამის შემდეგ მან მეგობარს რიონ კანჩის უხმო დასახმარებლად, რომელიც ბინის მეორე სართულზე აივნიდან გადაძვრა და იქ იატაკზე აღმოაჩინა ქალის გვამი.ამის შემდეგ მათ პოლიციას და სასწრაფოს გამოუძახეს. პოლიციამ გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიტანა. თურქული მედიის ინფორმაციით, მოკლული ნახევრადშიშველი იყო. თურქეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა მკვლელობასთან ერთად გაუპატიურებასაც ჰქონდა ადგილი. მაიკო ძიძიგური ბათუმიდან იყო და როგორც თურქული მედია იტყობინება, ცოტა ხნის წინ მისი ვაჟის დეპორტაცია მოხდა თურქეთიდან.
513 7-ს მოსწონს
|