x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ნუკრიანში ხიდის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 450 000 ლარი დაიხარჯა

image


დასრულდა ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის მე - 6 კილომეტრზე, სოფელ ნუკრიანის შესასვლელში არსებული ხიდის რეაბილიტაცია. ხიდის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის.


როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანასდა და მასზე 1 მლნ 450 000 ლარი დაიხარჯა, ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანულმა კომპანია „გრინვეიმ“ შეასრულა.


„აღნიშნული ხიდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარეობს. რეაბილიტაციამდე იგი იყო ძალიან ვიწრო, მკვეთრი მოსახვევით, ამავე დროს- ავარიულ მდგომარეობაში და შესაბამისად, ქმნიდა საშიშროებას მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. დღეისათვის ხიდი გაფართოებულია, მისი სიგრძე დაახლოებით 26 მეტრი, ხოლო სიგანე-40 მეტრია, “ - აღნიშნავენ სიღნაღის მერიაში.



0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0