კინო ალენ დელონს ბრიჯიტ ბარდო საკუთარ მემუარებში კომოდს ადარებს. ვარსკვლავური ომი ფრანგულ კინოში 2018, 23 თებერვალი, 15:55 60-იანი წლების ევროპული კინოს მეგავარსკვლავი ბრიჯიტ ბარდო 49 წლის ასაკში წავიდა კინოდან იმ მიზეზით, რომ მას არ სურდა ეკრანზე უინტერსო როლებით დაბერებულიყო. ფილმებში მონაწილეობა აღარ მიუღია, თუმცა საზოგადოების ინტერესს ყოველთვის იმსახურებდა. დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა ავტობიუგრაფიულმა წიგნმა სახელწოდებით: " ინიციალები B.B", სადაც უპრეცედენტო გულწრფელობით ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, შვილთან ურთიერთობაზე და სხვადასხვა პიროვნებაზე. თავად წერს:
"არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის 8 საათიდან შუაღამემდე"
ბარდომ მისი კინოპარტნიორი, მსოფლიო კინოს ყველაზე სიმპატიურ მსახიობად აღიარებული ალენ დელონი ცინიკურად მოიხსენია.. ფოტოზე - ალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო გადაღებებზე იახტაზე ბრიჯიტ ბარდო მემუარებში ალენ დელონის შესახებ წერს: " ალენ დელონი? იგი დაინტერესებული იყო მხოლოდ იმით, თუ როგორ განათებული მისი სახე და მისი სათუთი ცისფერი თვალები და სულ არ აღელვებდა პარტნიორი ქალები. ალენი ლამაზი მამაკაცია, მაგრამ ჩემს სასტუმროში ლუდოვიკო XVI-ს სტილის კომოდი რომ დგას, ისიც ძალიან ლამაზია. " ალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო წლების წინ და წლების შემდეგ 1165 2-ს მოსწონს
|