კინო უცნობი ფაქტი "თვითმფრინავის ბიჭების" საქმიდან. რა გამოუგზავნა თინა ფეტვიაშვილმა ციხიდან ია ნინიძეს 2018, 23 თებერვალი, 14:57 მსახიობი ია ნინიძე წლების შემდეგ გეგა კობახიძესთან მის მეგობრობას და საინტერესო ფაქტებს იხსენებს "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე.
როგორც ცნობილია, ფილმ "მონანიებაში" თავდაპირველად მთავარ როლებს (დედა-შვილს) სწორედ გეგა კობახიძე და ია ნინიძე ასრულებდნენ. თვითმფრინავის გატაცების შემდეგ გეგა კობახიძის ნაცვლად მთავარ როლში მერაბ ნინიძე გადაიღეს.
ფოტოზე - ფილმის რეჟისორი თენგიზ აბულაძე მსახიობებთან ია და მერაბ ნინიძეებთან ერთად.
ია ნინიძე: " გეგასთან მე ვმეგობრობდი, ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, უნიჭიერესი მსახიობი და მთლიანად მისი ოჯახი ძალიან მიყვარდა. იცით, მახსოვს გეგასთან საუბრები, ის მე მიყვებოდა თავის ოცნებებზე, თუ რა უნდოდა, რაზე ფიქრობდა ბავშვობაში. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ წასვლაზე ის არ ლაპარაკობდა, ის ამაზე არავის არ ესაუბრებოდა.. და როდესაც მოხდა ეს ამბავი, რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ გვითხრა, რომ შეგვემთხვა ასეთი ამბავი და ახლა ჩვენ ყველას დაგვკითხავენო და მართლაც, დამკითხეს, მკითხეს საიდან ვიცნობდი გეგას, რა ხდებოდა გადაღებებზე და ა.შ და შემდეგ უკვე ვიპოვეთ მერაბი და ის სცენები, რაც გეგასთან მქონდა გადაღებული ყველაფერი ეს მერაბთან ერთად თავიდან გადავიღეთ, რაც შეეხება გეგას ამბავს, არავინ არაფერს არ ამბობდა, ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით.."
ფოტოზე: გეგა კობახიძე ია ნინიძე ასევე იხსენებს, რომ მას თინა ფეტვიაშვილმა ციხიდან ფოტო გამოუგზავნა თინა ფეტვიაშვილი და გეგა კობახიძე " ჩვენ ვაგრძელებდით "მონანიების" გადაღებას, ფილმი უკვე ბოლოსკენ მიდიოდა და ამ დროს ჩემი მეუღლე იყო გრიბოედოვის თეატრის მსახიობი და დაიგეგმა სპექტაკლი ქალთა კოლონიაში, წავიდნენ და თურმე როდესაც დერეფანში მიდიოდა ჩემი მეუღლე უკანიდან ესმის ძახილი, მის სახელს იძახდა გოგონა, გავიხედე და იდგა ქალი, რომელიც ვერ ვიცანიო და დავფიქრდი რომ, ვინ შეიძლება აქ მყავდეს ნაცნობი. ეს გოგო იყო თინა, რომელმაც იცნო ჩემი ქმარი, ჩვენ ფილმის გადაღებებისას ხომ ვხვდებოდით, ჩემი მეუღლე, გეგა, თინა ერთად ვიყავით ხშირად. ჩემმა ქმარმა თინა ვერ იცნო, იმიტომ რომ ის შეცვლილი იყო იმ სიმწარეებისგან რაც გაუკეთეს, ბავშვი დააკარგინეს და ა.შ და თინამ უთხრა, რაღაც მინდა გადმოგცე იასთვისო და მისცა ფოტო მათი ქორწილის. რა თქმა უნდა, ეს გაიგო "კაგებემ", ვართ სახლში, როდესაც ჩემმა ქმარმა მომიყვა ეს ამბავი კარზე ზარია, გავაღე, შემოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ დღეს ციხიდან გადმოგცეს წერილი. მე ვუთხარი, არანაირი წერილი მე გადმომეცა ეს ფოტო. მიპასუხეს: დაწერეთ დეტალურად, რომ მიიღეთ ფოტო და არა წერილი და წაიღეს ეს ფოტო. " -იხსენებს საქართველოს სახალხო არტისტი ია ნინიძე ფოტო სასამართლო პროცესიდან. ია ნინიძე ფილმიდან მონანიება " მე გეგას ბავშვობიდან ვიცნობდი, როდესაც ის "ლაზარეში" გადაიღეს, მე "ვერის უბნის მელოდიებში" და ხშირად იყო რაღაც შეხვედრები სადაც ვხვდებოდით ერთმანეთს და შემდეგ უკვე როცა "მონანიების" გადაღბა დაიგეგმა და როლებზე დაგვამტკიცეს, იცით გეგა მეუბნებოდა, რომ სულ ვოცნებობდი შენთან ერთად მეთამაშაო და მეც მქონდა ეს მომენტი სულ. იმიტომ, რომ ერთად ერთ სივრცეში, ერთად გავიზარდეთ და დედა როგორ დაგიძახოო" - ია ნინიძე 3845 3-ს მოსწონს
|