x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა - „პროფილი“ დროებით დაიხურა
image


მაია ასათიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტელე გადაცემების ჩაწერას დროებით ვერ შეძლებს, ამის შესახებ „პროფილის“ გუნდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.


„სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.


იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის!, “ - აღნიშნულია განცხადებაში.



თუმცა, გადაცემა, რომლის ანონსიც უკვე ტრიალებს ხუთშაბათს ეთერში ჩვეულ დროს გავა.


image

0
340
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0