x
image
მანჩო 777
"შხამიანი ბაღი" – ყველაზე საშიში ბაღი მსოფლიოში
აქ თქვენ ვერ ნახავთ ვარდებსა და ქრიზანთემებს, ისევე, როგორც ტიტებს, ნარგიზებსა და იებს; აქ არ ხარობს მარადმწვანე ბუჩქები და ხეები; ამ ბაღში ვერ ისეირნებთ თავისუფლად, რადგან მეთვალყურეების ფხიზელი თვალი ერთი წუთითაც არ მოგაშორებთ მახვილ მზერას; აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამოკრულია წარწერები მკაცრი გაფრთხილებით, რომ არ შეეხოთ მცენარეებს, რომლებიც ამ იდუმალ ბაღში ხარობენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ბაღში უიშვიათესი ეგზოტიკური მცენარეებია თავმოყრილი? - სრულებითაც არა.... ეს ერთ-ერთ ყველაზე საშიში ბაღია მსოფლიოში-ალნვიკას შხამიანი მცენარეების ბაღი.




imageimage


ბაღი, სადაც თავმოყრილია მკვლელი მცენარეები, მდებარეობს ინგლისში, ნორტუმბერლენდის საგრაფოში, ალნვიკას ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. მის შესასვლელ ჭიშკარზე გამოსახულია თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. ბაღში ხარობს საშიში, უაღრესად შხამიანი მცენარეები: მანდრაგორა და თავშავა, კონიო და ჩილიბუხა, ბელადონა და ოპიუმის ყაყაჩო- სულ დაახლოებით ასამდე მცენარე, რომლების გაშენება თქვენს ეზოში სასტიკიდაა აკრძალული, რადგან მათგან აწარმოებენ ნარკოტიკებს ან ისინი შეიცავენ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ, მომაკვდინებელ შხამიან ნივთიერებებს.



image



image


მიუხედავად იმისა, რომ ალნვიკას შხამიანი ბაღი ამ რამდენიმე წლის წინ დაარსდა, აქაური ბაღებისა და პარკების ისტორიას სათავე შორეულ 1750 წელში აქვს. მხოლოდ ორი ასეული წლის შემდეგ შეივსო ადგილობრივი მებაღეობა იმ შხამიანი მცენარეებით, რომლებზეც წეღან ვისაუბრეთ. ბაღის განახლების ისტორია დაკავშირებულია ნორტანმბერლენდის ახლანდელი ჰერცოგინიას სახელთან. სწორედ ის გახდა 2000 წელს ციხესიმაგრის მფლობელი და მოინდომა ადგილობრივი ბაღის მასშტაბური რეკონსტრუქცია. თავად შხამიან ბაღს საფუძველი უფრო მოგვიანებით, 2005 წელს ჩაეყარა.



image

image



ამბობენ, რომ ჰერცოგინიას შხამიანი ბაღის გაშენების იდეა გაუჩნდა წარსულში იტალიის ქალაქ პადუაში არსებული ბაღის მიმბაძველობით, სადაც მედიჩებს გამოჰყავდათ სხვადასხვა შხამიანი მცენარეები. ამ მცენარეებისაგან დამზადებული საწამლავით კი თავიდან იცილებდნენ მტრებს.

თავდაპირველად ბაღში იზრდებოდა სამკურნალო მცენარეებიც, მაგრამ შემდგომში ისინი სხვაგან გადარგეს, რათა ბაღს სავსებით გაემართლებინა "შხამიანის" სახელი.




imageimage


ტურისტები და მოგზაურები, რომლებიც ინტერესით ნახულობენ ალნვიკის ბაღს, აქ დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური გიდების თანხლებით, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს, რომ არავინ შეეხოს შხამიან მცენარეებს.


აქ ყველგან გამოკრულია საფრთხის მაუწყებელი წარწერები, უსაფრთოხების მიზნით ბაღის მთელი ტერიტორია სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ზოგიერთი, განსაკუთრებით საშიში მცენარე მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული.



image


image


ბაღის მთავარი დანიშნულებაა აჩვენოს ადამიანებს, თუ რა საშიშია ნარკოტიკი. ამაზე ძალიან დაწვრილებით დელიკატურად გიამბობთ გიდი ექსკურსიის დროს.


image


image


მიუხედავად იმისა, რომ "შხამიანი ბაღი" სავსებით ამართლებს თავის სახელწოდებას, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ხედები გასაოცრად ლამაზი და თვალწარმტაცია.



image


image


დასეირნობ ამ უცნაური ბაღის ლაბირინთებში და რაღაც იდუმალი, ზღაპრული გრძნობა გეუფლება: გეჩვენება, რომ ბაღის კუთხიდან ან შხამიანი ბუჩქის უკნიდან მომღიმარი მინერვა მაკგონაგელი ან კუშტად მომზირალი პროფესორი სნეიპი გიყურებთ ('' ჰარი პოტერს" ფანებისათვის ალბათ კარგადაა ცნობილი ეს სახელები).


დასასრულ, მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო, რათა ვირტუალურად მაინც იმოგზაუროთ ამ უცნაური, იდუმალი ბაღის ლაბირინთებში.







0
142
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0