სხვა სარეცხი საპნის საოცარი თვისებები -აი, რატომ უნდა გქონდეთ ის სახლში 2018, 21 თებერვალი, 19:19 საყოფაცხოვრებო ანუ სარეცხი საპნის შესახებ ყველას გსმენიათ. ეს იყო საშუალება, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ჭურჭლის გასარეცხად, ასევე დასაბანად. დღეს იგი უკვე მრავალმა კოსმეტიკურმა და ტექნიკურმა საშუალებებმა ჩაანაცვლა და დავიწყებას მიეცა. აღმოჩნდა, რომ "სარეცხ საპონს" აქვს უნიკალური თვისებები და ამასთან ის ხელმისაწვდომია. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომელია სასარგებლო. როგორ უნდა ავარჩიოთ? დიახ, თუნდაც ასეთი მარტივი საშუალება, როგორიც სარეცხი საპონია - უნდა შეირჩეს გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებით, კერძოდ ცხიმოვანი მჟავების პროცენტული რაოდენობის მიხედვით- რაც უფრო მაღალია პროცენტობა, მით უფრო ეფექტურია იგი. როგორ გამოვიყენოთ? გამოიყენება გარეგანი გაღიზიანების დროს- რეცეპტი ასეთია: დავხეხოთ წვრილად საპონი, შევურიოთ ხახვის წვენს და დავიდოთ გაღიზიანებულ კანზე, სასურველია მთელი დღის განმავლობაში. ნაკბენისგან გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ- ჩამოიბანეთ ცხოველის ნაკბენი უხვი წყლის რაოდენობით, თან წაუსვით ჭრილობას საპონი, მანამ სანამ არ შეწყდება სისხლდენა. შემდეგ დაასველეთ ბინტი საპნით და შეიხვიეთ ჭრილობა. კოსმეტოლოგიაში - როგორც ეფექტური საშუალება აკნეს საწინააღმდეგოდ გავხეხოთ ცოტაოდენი საპონი და დავამატოთ გასალღობად წყალი, (ძალიან მცირე). უნდა გამოვიდეს ქაფი და არა საპნიანი წყალი. 1ს/კ ქაფი უნდა შევურიოთ 1ს/კ მარილს. დავიტანოთ სუფთა, დაბანილ. უმაკიაჟო სახეზე. მზად იყავით: იწვევს ქავილს. გავაჩეროთ 30 წუთი. ეს პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ 2-3 დღეში ერთხელ, 10-20 დღის განმავლობაში. სანამ გაიკეთებთ ნიღაბს სახეზე, ჩაატარეთ ცდა მგრძნობელობაზე. მაჯის საპირისპირო მხარეს წაისვიტ ნაზავი და გააჩერეთ 30 წუთი. თუ ყველაფერი რიგზეა, გამოიყენეთ სახისთვისაც. აბსცესის მკურნალობისთვის -ჩვენ გვჭირდება ავურიოთ (თანაბარი პროპორციებით) გახეხილი ხახვი, სარეცხი საპონი და შაქარი. მიღებული ნარევი მოვათავსოთ აბცესზე და მჭიდროთ შევკრათ ბინტით. დავიტოვოთ მთელი ღამით. დასაბანად- ის ასუფთავებს კანს ჭუჭყისგან და იცავს მიკრობებისგან. დაბზარული და გაუხეშებული ქუსლებისთვის- მოამზადეთ აბაზანა: 2ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 1 ს/კ სარეცხი საპონი და 1 ჩ/კ სოდა. ჩააწყვეთ ფეხები წყალში. თმის ცვენის დროს- დაიბანეთ თავი კვირაში ორჯერ სარეცხი საპნით. ერთი თვის განმავლობაში. დააკვირდით, არ გამოშრეს თავის კანი. საყოფაცხოვრებო საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას გოგონებისა და ქალებისათვის ჰიგიენიური პროცედურებისთვის.(თეთრადშლა) დამწვრობის დროს-პატარა დამწვრობის დროს წაისვით საპონი და დაიტოვეთ სანამ გაშრება. 977 8-ს მოსწონს
|