მიშელ უელბეკი თანამედროვე ფრანგი მწერალი და აკადემიის წევრი, ამბობდა: “ყოველ საზოგადოებას აქვს თავისი სუსტი წერტილები.დააჭირეთ ხელი ჭრილობას და ძალუმად დააწექით. ილაპარაკეთ სიკვდილზე, შურზე, დავიწყებაზე, გულგრილობაზე, იმედის გაცრუებაზე, სიყვარულის უკმარისობაზე. იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი. მე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი."- მე ვეთანხმები უელბეკს. ჩვენს საზოგადოებასაც აქვს სუსტი წერტილები. ვილაპარაკოთ ამაზე და ერთმანეთს ნუ დავჭამთ. ვაღიაროთ ჩვენი ნაკლოვანებები, თორემ სხვაგვარად ვერაფერს ვერ გამოვასწორებთ. ჩვენ უკვე თვითკმაყოფილების სენი გვჭირს. ყველაზე საშინელი სენი სულიერ ავადმყოფობებს შორის.