x
image
ნინო ნინო
მეტროს ვაგონში ნანახმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა
საკითხი, რომელსაც ახლა შევეხები, მინდა წერილს და გულისნადებს უფრო დავამსგავსო, ვიდრე მას სტატიის ფორმა მივცე.

არ მინდა ჩვენი საზოგადოება ქსენოფობიასა და ინდიფერენტიზმში დავადანაშაულო, მაგრამ მსგავს ფაქტებს მაინც ხშირად ვაწყდებით. ხშირად გვესმის სიძულვილის ენა მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური თუ ეთნოფობიური ფრაზებით: “წაგვლეკეს ამ წვრილთვალებებმა", “ კალიებივით მომრავლდნენ საქართველოში" “ საქართველო პიდარასტების გახდა ქვეყანა". მსგავსი დამოკიდებულება ხშირად ხდება ადამიანთა გარკვეული კატეგორიის მხრიდან ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეულთა ჩაგვრისა თუ დისკრიმინაციის ერთადერთი მოტივი. ამ საფუძველზე არაერთი შეხლა-შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ რაც მეტროში ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ხუთ წლამდე ასაკის ქერა, ეთნიკურად ქურთი ბიჭი შიმშილისგან გაფერმკრთალებული ვაგონში შემოსვლისთანავე შეემართა იძულებით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. შეიძლება ექსცესები მის ბობოქარ ცხოვრებაში ხშირია, მაგრამ მე ერთ-ერთს შევესწარი და შემზარა!

პატარა ჩვეულებრივ მოწყალებას ითხოვა, როცა ერთმა ღიპიანმა ბიძიამ გართობა მოინდომა და წასაქცევად ფეხი დაუხვედრა. ბიჭმა ალბათ გავროშივით უხეში თავდაცვა ისწავლა ეკლიანი ცხოვრებისგან. ჯერ წაიბორძიკა, შემდეგ მიუბრუნდა ბიძიას და ნერწყვი არ დაიშურა. ბიძიკო მოულოდნელობისგან ერთ წამს დაიბნა, თუმცა გონს მალევე მოეგო და დაძრულ მატარებელში ბიჭს გამოუდგა. პატარა მათხოვარი შეცბუნებული თვალებით უსასრულობამდე გასაქცევად მოემზადა, დაძრულ ვაგონში წონასწორობის დაცვა გაუჭირდა და პირისახით იატაკზე დაეცა. მგზავრები შემთხვევამ მასინათვე ორ ნაწილად გაყო: მომხრებად და მოწინააღმდეგებად ანუ უნდობლებლად და ტოლერანტებად.


ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მოძალადე ბიძიკოს თანამგრძნობელებიც გამოუჩნდნენ. “ამხელა კაცს ესე უნდა შეაფურთხოს"- ქოთქოთებდა ბებია, რომელსაც მისი “დაცვის ქვეშ მყოფის" ოხუნჯობისთვის უსამართლოდ მოეხუჭა თვალი. ბიჭი კი ტიროდა და ღაპაღუპოით ჩამოდენილ შავ ცრემლებს ყლაპავდა. თავს იმდენად ღირსებაშელახულად და დამცრობილად გრძნობდა, გამოწვდილი ხურდებისკენ აღარც კი გაუხედავს.

ორ წუთში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი მოჰფინა ჩვენი საზოგადოების ნაწილის მიდგომას უთავშესაფროთა და მოწყალების მთხოვნელთა მიმართ. ერთი მხრივ ესაა სისასტიკე და უნდობლობა, მეორე მხრივ, შემწყნარებლობა. შემწყნარებლობა პასიურად, სოლიდარობის გარეშე, მაშინ როცა ბოროტება მოქმედებს. აგრესიის მსხვერპლის დაცვა ვერავინ გაბედა, ხოლო მოძალადეს ათასი დამცველი გამოუჩნდა. მატარებლის გუგუნში კი დახშული ხმები ისმოდა: “ წაგვლეკეს", “ციგნები", “საზიზღრები". ძალადობის ენა ამ კატეგორიის ერთადერთი საკომუნოიკაციო ენაა. ჩვენ კი, ვისთვისაც ეს ზნეობრივად უცხოა, სირაქლემას პოზიციაზე ვიმყოფებით.

დღემდე მახსენდება ბიჭუნას თვალები, რომელმაც ჩემს მეხსიერებაში უამრავი მხატვრული ნაწარმოები ამოატივტივა: თვალწინ დამიდგნენ ილიას, ჰიუგოს, რეზო ჭეიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და დოჩანაშვილის ცნობილი პერსონაჟimageები
, რომელიც გენიალურმა გალაკტიონმა ერთ ლექსში მოაქცია: “ბავშვები კაფეში"

112
5042
28-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
5042
  
2014, 17 აპრილი, 15:28
აბა მართლა ის ერი რა ვთქვი, გარკვეულწილად ქსენოფობი, რომ არ იქნება. იმიტომაც არის ლამის ყოველი რიგითი გადამთიელი, რომ თავზე გვაჯდება... აი მე კი ბევრი პრობლემის ჩამოთვლა შემიძლია, რომელთაგანაც ერთი უეჭველად აღმოგაჩნდებათ. ახლა ალბათ სხვა ქვეყანაში ხართ და თავს ბედნიერად გრძნობთ, რომ ამ "დაბალ დონეს" დააღწიეთ თავი. ისიც გიქნიათ სულ ნუ გამოიხედავთ აქეთ... აღარ დამთაგო ნინ...
2014, 10 აპრილი, 14:07
ქსენოფობია შენი პრობლემაა; ვიწრო შოვინიზმი შენი სენი. ეს ყველაფერი ასახავს ერთი მხრივ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანთა მოდგმის მიმართ და მეორე მხრივ თავენს ჩაკეტილობას რაც უცხოსადმი შიშით არის გამოწვეული. მე ეს სტატია დავწერე როცა ქვეყნიდან ფეხი არ გამედგა 2 წლის უკან და დგეს გპასუხობთ სხვა ქვეყნიდან ; ,ულტიკულტურული ინსტიტუტიდან და ჩემში ისევ არაფერი შეცვლილა ; გაარღვიეთ სოციალური მზტრიცა მე სხვას ვეღარაფერს გეტყვით!
2014, 22 თებერვალი, 0:15
წვრილთვალებები დიდი ხანია აღარ შემხვედრიან, ახლა არაბებმა და შავკანიანებმა წაგვლეკეს, თან მათი უმეტესობა ქვეყანაში სასექსტურისტოდ ჩამოდის..! ან რა ვალდებულები ვართ ამ ხალხს, რომ პატივი ვცეთ?? დაეტიონ სადაც არიან..! ამ ბიძიას საქციელის მოსამართლედ კი ნუ ჩამთვლით..!
2013, 12 აგვისტო, 12:45
მართალი ხარ შენ ქართველებზე რომ ამბობ, რასაც ეგენი საზღვარგარეთ აკეთებენ, არც ერთი ციგანი აღარ აკეთებს აქ, მაგათთვის საძულველი ციგანი
2013, 23 ივლისი, 10:04
სიბოროტე არაა მეგობარო, გაუნათლებლობაა და დარვინის თეორიის დამტკიცება კიდევ ერთხელ...
2013, 23 ივლისი, 10:04
მესმის რასაც ამბობ, მე მათ არ ვუშლი ცხოვრებას, უბრალოდ ის რომ ამის პროპაგანდა მიდის ქვეყანაში იმედია არ შემედავები ... არ მაქვს სურვილი ჩემი შვილი მსგავსი "დარღვევით" გაიზარდოს... იყვნენ თავისთვის, სხვას ნუ მოახვევენ თავს... მე ხომ არ გავრბივარ და ვუყვირი ნატურალი ვართქო... რაც შეეხება ჩვენს ხალხს, რომ კითხო ყველა მართლმადიდებელი და ღვთის მსახურია და უბრალო შემწყბნარებლობა და ადამიანობა აღარ შერჩენია უმეტესობას... ჩემთვის ყველა რასის და რელიგიის წარმომადგენელი ადამიანი ერთია... მისი არჩევანია და მისი გაკიცხვის უფლება არ გვაქვს, მათზე რომ ვამბობთ აივსო თბილისო და საქართველოო... სხვა ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეები რომ ცხოვრობენ და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში უკვე ზიზღით გვიყურებენ მათი საქციელების გამო ამაზე რა უნდა ვთქვათ ???? ეს არაფერი ხო ? ???? უბრალო სირაქლემა ერად ვიქეცით და მარტო იმას ვხედავთ რაც გვინდა... ღირსება შეგნება და ადამიანობა დავკარგეთ...
2013, 14 ივლისი, 19:57
ძალიან კარგი სტატია. გმადლობთ. ,,ადამიანზე დიდი და საშინელი მხეცი არ არსებობს,, :(
2013, 10 ივლისი, 17:41
ძალიან კარგი სტატიაა და ვერ ვხვდები როგორ შეიდზლება ადამიანს იმის გამო რომ მათხოვრობს მითუმეთეს 5 წლის წატარას ყოველგვარი მიზესის გარეშე ეგრე ამაზრზენად მოექცე ეგეთი "ღორები ბევრნი არიან" ეგ არის სრული გაგებით სიბოროთე
2013, 28 იანვარი, 20:17
არასწორად უყურებ ამ საკითხს დევნა არაფრის და არავისი არ შეიძლება მე ამ საზოგადოების წევრი ვარ და ტუ სხვას არ ვნებ ჩემი საქციელით, მან ისეთად უნდა მიმიღოს როგორიც ვარ... პედარასტი ამოაგდე ლექსიკონიდან მისი შესაბამისი სალიტერატურო ნორმა არის ჰომოსექსუალი ეს დამაკნინებელი რეგისტრია არ შეიძლება
გთხოვ კეთილმეგობრულ რჩევად მიიღე:)
2013, 27 იანვარი, 12:05
ნაციის გამო არავის არ დავჩაგრავ, და აი პიდარასტობის გამო როგორ ცუდ ადამიანადაც არ უნდა ჩამთვალო გავკიცხავ... ნამდვილად არ მინდა შვილი, რომ მეყოლება პიდარასტების გამპოპულარულებელ საზოგადოებაში იცხოვროს...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10