x
image
ნინო ნინო
ადამიანის უფლებები საქართველოში
ჩემ მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ სათაურით: “მეტროს ვაგონში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" და მასთან დაკავშირებულმა კომენტარებმა დამაფიქრა იმაზეც, თუ რამდენად დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საქართველოში.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დაუშვებლად ცნო ადამიანის ჩაგვრა და დისკრიმინაცია კანის ფერის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, რელიგიური და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. საქართველო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღია და სტუმართმოყვარე, ლიბერალურ და ტოლერანტულ ქვეყნად ითლება, მე პირადად, ამ საკითხზე არ მაფიქრებდა. ჩემში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სკეფსისი ერთი მხრივ, ნანახმა გამოიწვია და, მეორე მხრივ კი კომენტარებმა. კომენტარებს შორის ასევე იკითხება წმინდად შოვინისტური და ნაცისტური “საქართველო ქართველებისთვის".

ბუნებრივია, საჯარო დისკუსიებში თითქოს პრობლემა არ გვაქვს და საზოგადოების ნაწილიც ჯანსაღად აზროვნებს, მაგრამ არსებობს ისეთი კატეგორიაც, რომელსაც შეუძლია შრეურაცხყოს ეთნიკურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ საფუძველზე.

რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ საზოგადოებრივ სტერეოტიპიზაიას და როგორ უნდა დავიცვათ ადამიანები დისკრიმინაციისგან? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ უმრავლესობის ტირანიის პრევენციისთვის. შეუძლია თუ არა სოლიდარობას ამ პრობლემებს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიოს?


საინტერესოა, ზოგადად, რას ფიქრობთ ადამიანის უფლებებზე საქართველოში? დაცულია თუ არა ინდივიდი დანარჩენების ჩარევისა და თითნებური რეგლამენტაციისგან ან როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოს როლი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით?

მაშ ასე, გთავაზობთ თემებს სადისკუსიოთ და ველი თქვენს კომენტარებს, ეთიკურს რასაკვირველია.image

44
269
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
269
  
2012, 31 ივლისი, 19:29
ვიცი რაზეც არის საუბარი წავიკითხე თქვენი წინა სტატიაც და იქედან გამომდინარე დავწერე ეს კომენტარიც
2012, 30 ივლისი, 19:07
საუბარია ძალადობის და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვზე
2012, 30 ივლისი, 17:41
მე თუ არ დავეხმარები რომელიმე რიგით მაპატიეთ და მათხოვარს ცოტა ცუდად ჟღეს ეს სიტყვა მაგრამ მაინც,მე თვითონ ვარ დაცული იმათი აგრესიისგან?თუ ვალდებული ვარ დავეხმარო? მინახავს როგორ აფურთხებენ და პანღურებს უტყავენ გამვლელებს როცა არ აძლევენ ფულს
2012, 28 ივლისი, 11:27
კარგად ბრძანდებოდეთ არარ ვაპირებ თქვენთან კამათს ქალბატონი ნინო
2012, 28 ივლისი, 11:12
დაცინვა არაა ჯანსაღი მოკამათის თვისება.ასე შორს ვერ წახვალთ
2012, 28 ივლისი, 11:08
შემწყნარებელის დაწერა დაგავიწყდა :facepalm:
2012, 28 ივლისი, 11:06
ამიტომაც მართლაცდავამტავროთ.
2012, 28 ივლისი, 11:04
ერთმანეთის არ გვაესმის და ვერც გავუგებთ. თქვენ რასისტი ხართ მე ლიბერალი და ინტერნეციონალი
2012, 28 ივლისი, 11:03
კარგით ეგრე იყოს და მოვრჩეთ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10