საზოგადოება „მე რატომ უნდა დავეხმარო ბრიყვ ქალს, რომელმაც გამრავლება ისწავლა და ფულის შოვნა - არა ?“ 2018, 17 თებერვალი, 0:02 სოციალურ ქსელში ( რუსეთი) ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დადებულმა პოსტმა, ინტერნეტი ორ ბანაკად გაჰყო. ზოგი მას ადანაშაულებს არაადამიანურობაში და გულცივობაში, ზოგი კი მთლიანად უჭერს მხარს. მის სიტყვებს სხვადასხვაგვარად შეგვიძლია მივუდგეთ. „უკვე მერამდენედ მხვდება სიახლეთა ზოლში მარტოხელა მრავალშვილიანი დედების ისტორიები, რომლებსაც მატერიალური დახმარება ესაჭიროებათ. ამ ისტორიებში სახელებია სხვადასხვა, მაგრამ აზრი ერთია: 3-5 შვილი, ქმარი გაექცა, სამსახურში არ იღებენ, იმიტომ, რომ ბავშვები ჰყავს. ასე რომ, დამეხმარეთ კეთილო ხალხო! წავიკითხე ეს თუ არა, დავიწყე ლანძღვა ქალის სიბრიყვეზე და სინაგლეზე. გვერდით მდგარმა ნაცნობებმა, მაშინვე მომახალეს, რომ მე ვარ - უხეში, რომ მე, როგორც ქალმა უნდა გავუგო საცოდავ ქალს, კაცები კი - ვირები არიან. შემეშვით! არა რაა, რატომ უნდა შემეცოდოს და მატერიალურად დავეხმარო ბრიყვ დედაკაცს, რომელმაც გამრავლება ისწავლა, ხოლო ფიქრი და ფულის გამომუშავება საკუთარი შვილებისთვის, ვერ უსწავლია? აიძულეს ამდენი შვილი გაეჩინა? ვერ ხვდებოდა, რამდენი ფული სჭირდება ამდენი ბავშვის შენახვას? უი, ხო, ქმარი ჰყავდა. ე.ი. გათხოვდა და გამრავლებაც შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით იმიტომ, რომ ქმარმა უნდა არჩინოს შვილები? ქმარს ვინმემ ჰკითხა, უნდა თუ არა ამდენი შვილი? შეძლებს თუ არა ამდენის რჩენას? ცოლმა არ იცის მისი მეუღლე რამდენს გამოიმუშავებს და ეყოფა თუ არა ეს ყველას? დავუშვათ, შემთხვევით დაფეხმძიმდა. ხდება, არ გეგმავდნენ, მაგრამ დაჯდე და ქმართან ერთად იმსჯელო შემდეგ ნამატზე, ასე რთულია? აბორტის წინააღმდეგი ხართ, იმიტომ რომ შვილები ღმერთმა მოგცათ? მაშ, რატომ უნდა გამოკვებოს თქვენი შვილები ვიღაც სხვამ და არა თქვენ და ღმერთმა? ქმარი ისეთი ცუდია, რომ გაიქცა? თქვენ ხომ ყველაფერი მის გარეშე დაგეგმეთ. საინტერესოა, ბევრი დედა წინასწარ არ ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზების გამო მეუღლის დაკარგვის ვარიანტს? ყოველთვის ხომ არსებობს ბავშვებით მარტო დარჩენის ალბათობა? რის გაკეთებას აპირებთ მაშინ?
ჩასახვაში ქმარიც მონაწილეობდა და ვალდებულია დაგეხმაროს? თუ თქვენ წინასწარ არ შეთანხმებულხართ გსურთ თუ არა ბევრი შვილი, ან ქმარია პრეზერვატივების წინააღმდეგი, გააკონტროლეთ თქვენი ორგანიზმი თავად _ არსებობს აბები, სპირალი. მაგრამ, როგორც ჩანს თქვენთვის უბრალოდ მოხერხებულია იყოთ გათხოვილი და ამის ფონზე მრავლდებოდეთ, ბავშვების უზრუნველყოფა კი სხვამ ითაოს, ოღონდ თქვენ არა. გონივრულად გამრავლდით და ნუ შეგვაღონეთ დახმარების თხოვნებით! საკუთარ შვილებს მოაკლონ თქვენი სიბრიყვის გამო, არავინ მოისურვებს.“ როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. იხილეთ ასევე:
2. სკოლაში ბიჭმა 15 წლის გოგონა დაამცირა, ბიუსჰალტერი შეუხსნა. რა მოიმოქმედა გოგონას დედამ...
3. აი, რას აკეთებს დაბერებული არწივი. სიკვდილი თუ სიცოცხლე. ბუნების გაკვეთილი ადამიანებისთვის!
239 10-ს მოსწონს |
მე ორი მყავს, მესამეც, რომ გაგვეჩინა მე და ჩემს მეუღლეს მაშინ იქნებოდა პროგრესი. ახლა რეგრესია ქვეყანაში ამ მხრივ.
და კიდევ, მაგ., მელ გიფსონი მე-11 ბავშვი იყო ოჯახში და ის რომ არ დაბადებულიყო, მხოლოდ ოჯახს კი არა, მსოფლიოს დააკლდებოდა :)
არასრულწლოვან შვილზე, ეს თანხა 100 დოლარის ეკვივალენტია თვეში. ასე, რომ, მრავალშვილიან დედას არ უნდა უჭირდეს. მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის განათლება და სკოლაში 2-ჯერადი კვება უფასოა.
სავარაუდოდ, ეს ადამიანები, მათხოვრობით, დამატებითი სახსრების მიზიდვას ცდილობენ. ან შეიძლება უბრალოდ მათხოვარია და შვილები საერთოდ არა ჰყავს.