საზოგადოება სოციალური რეკლამის 23 შედევრი 2016, 2 სექტემბერი, 12:32 რა თქმა უნდა, დღესდღეობით რეკლამა პროგრესის ერთგვარი მამოძრავებელი გახდა. და რაც არ უნდა ილაპარაკონ ზომბირებაზე, ბანერულ სიბრმავეზე და თავსმოხვეულ ქალაქის საერთო ხედის დამმახინჯებელ გარე რეკლამაზე, გაყიდვების სხვა უკეთესი ეფექტური მეთოდი ადამიანებმა ჯერ ვერ მოიგონეს. რაც არ უნდა ილანძღონ, არსებობს გონიერი რეკლამებიც. თქვენთვის შეკრებილია იმ სოციალური რეკლამების შედევრები, რომლებშიდაც დღევანდელი მსოფლიოს საჭირბოროტო პრობლემებია წამოყენებული. ანორექსია, შიმშილი, ოჯახური ძალადობა, რასიზმი, გარემოს დაბინძურება - ამ და სხვა გლობალურ პრობლემას ნახავთ ამ კრებულში. ყურადღებით, ზოგიერთ პლაკატს ორჯერ უნდა დააკვირდეთ, მისი ფარული აზრი რომ გაიგოთ. პლაკატის მარცხენა მხარე შემაშფოთებელია. მარჯვენა კი - უფრო საშიში ( ცხოველთა მრავალი სახეობის გაუჩინარების შესახებ) დუმილი ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს ( ოჯახურ ძალადობაზე ) რაც მეტ ხანს ცხოვრობ ქუჩაში, მით უფრო რთულია იქიდან გამოსვლა. ყოველი ახალი გვერდი - ერთი მოჭრილი ხეა. ხელების უნიკალური საშრობი: ქაღალდის ეკონომია -პლანეტის გადარჩენა. სიძულვილის წინააღმდეგ სად იმალება პედოფილი? შენ არ ხარ ჩანახატი. უთხარი „არა“ ანორექსიას. დახმარების ხელია საჭირო და არა ლაიქები. იფიქრე იმაზე, რას ყიდულობ! მოწევა იწვევს ნაადრევ დაბერებას. ოკეანის ცოტაოდენი სხვა საჩუქარი. საჭმლის გადაგდებისას გახსოვდეთ, რომ სადღაც ბავშვები შიმშილობენ. უსახლკარო ადამიანისთვის ყოველი დღე - ბრძოლაა. ტყე – პლანეტის ფილტვებია. ცხოველი იგივე. პატრონი სხვა. სექსუალური მანიაკი შენი შვილის სმარტფონში შეიძლება იმალებოდეს. ზოგიერთ ეგზოტიკურ სუვენირში ძალიან ბევრი სისხლია. ჰაერის დაბინძურება ყოველ წელს 60 000 ადამიანს კლავს. შენი ბუხარი კიდევ ერთი იარაღია. შევაჩეროთ ძალადობა! შეწყვიტე სმა და საჭესთან დაჯდომა. თუ ნაგავს არ აიღებ, თვითონ გააკეთებენ ამას. თქვენი კანის ფერი თქვენს მომავალს არ განსაზღვრავს. გულს ფერი არ აქვს. დამეთანხმებით ალბათ, დიდი ქალაქების ქუჩების გასწვრივ ბილბორდებზე და მონიტორებზე სწორედ ასეთი რეკლამების დაკიდებაა გამართლებული. 233 14-ს მოსწონს 1-ს არა
|