სხვა როგორ გავწმინდოთ კერამიკული ფილები მარტივად და დავიცვათ ჭუჭყისგან ხანგრძლივად 2018, 20 თებერვალი, 10:46 კერამიკული ფილები (კაფელი, მეთლახი) დღეს ყველა სამზარეულოშია. მან არა მარტო იმიტომ გაუძლო დროს, რომ მისი არსებობა სამზარეულოს მოწესრიგებულობის იერს მატებს, არამედ იმიტომაც, რომ მისი ზედაპირიდან ნებისმიერი ლაქის მოცილება შეიძლება. მოცილებით კი მოაცილებთ, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას. ყველას, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონია, კარგად იცის, თუ როგორი რთულია ფილებიდან ცხიმის ჩამჯდარი წვეთების მოცილება — ეს უამრავ დროს და ძალას ართმევს ადამიანს. ქვემოთ კერამიკული ფილების გასუფთავების რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომელიც ამ საქმის უფრო მარტივად შესრულებაში დაგეხმარებათ და სამზარეულოს კედელს მხოლოდ მოვლილის იერს კი არა, გლუვ სიპრიალესაც მიანიჭებს: 4 ლ. წყალში გახსენით 4 ს. კ. ბორაკი (ფხვნილის შეძენა აფთიაქში და აგრარულ მაღაზიებში შეიძლება. მასთან მუშაობისას, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, რადგან კანს აღიზიანებს), 100 მლ. ძმარი და 100 მლ. ნიშადურის სპირტი. დაასველეთ ხსნარით ფილა და მსუბუქად გაწმინდეთ კერამიკული კედელი. ეს საშუალება ნებისმიერ ჭუჭყს აცილებს მას და არ ტოვებს წმენდის კვალს. 0, 5 წყალში გახსენით 3 ს. კ. სოდა. ხსნარში დაასველეთ ღრუბელი და გაწმინდეთ ფილები. ხოლო, ფილებს შორის ღარების გაწმენდა, იგივე ხსნარით და ძველი კბილის ჯაგრისით შეიძლება. ლიმონის ნაჭერი გადაუსვით ცხიმიან ლაქას და 15 წუთის შემდეგ, უკვე დარბილებული ლაქის მოცილება, ღრუმლის გადასმით, მარტივად შეიძლება. ცხიმის განსაკუთრებით რთული ლაქების მოცილება სოდით და ძმრით არის შესაძლებელი: სოდას იმდენი წყალი შეურიეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. დაიტანეთ ეს ნაზავი ცხიმის ლაქაზე და პულვილიზატორით მიასხურეთ ძმარი. მას შემდეგ, რაც სოდასა და ძმარს შორის რეაქცია მოხდება, ზედაპირი რბილი ქსოვილით გადაწმინდეთ. ძმარი მხოლოდ ცხიმს კი არ აცილებს კერამიკულ ზედაპირს, არამედ კარგადაც აპრიალებს. თუ ფილებს შორის ღარები ხშირად ჭუჭყიანდება, ამ პრობლემის მოგვარება მარტივი ხრიკით შეგიძლიათ: გაწმინდეთ ზემოთ მოცემული რომელიმე საშუალების გამოყენებით ფილებს შორის ღარები, კარგად რომ გაშრება, ჩვეულებრივი პარაფინის თეთრი სანთელი გადაუსვით. შეგიძლიათ მაღაზიაში ნებისმიერი საწმენდი საშუალება შეიძინოთ. მაგრამ, მისი გამოყენების წინ, კერამიკული ფილები ჩვეულებრივი საპნის ხსნარით გაწმინდეთ. P. S. ეს რჩევები, პირველი და ბოლო რჩევის გარდა, შეგიძლიათ აირღულეის ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლადაც გამოიყენოთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 7 ხრიკი და 60 წუთი სააბაზანო ოთახის იდეალური სისუფთავისთვის 20 ხრიკი სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის 4706 12-ს მოსწონს
|