საბუნებისმეტყველო დინოზავრები (ნაწილი მეორე) 2018, 15 თებერვალი, 15:10 ![]() 1) აქილეზავრი - 85 მილიონი წლის წინ ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში. სიმაღლეში იზრდებოდა დაახლოებით 90 სანტიმეტრი. იყო ინსექტივორი ანუ იკვებებოდა მწერებით. აღმოჩენილია არგენტინაში, რიო-ნეგროს პროვინციაში. ![]() აქილეზავრის შედარება 1.8 მეტრის სიმაღლის ადამიანთან: ![]() 2) აქილობატორი - არსებობდა ცარცული პერიოდის თურონიანული ერიდან კამპანიურ ერამდე, 94 - 72 მილიონი წლის წინ. იყო მონადირე, ხორცისმჭამელი. სიგრძეში იზრდებოდა 6 მეტრამდე. სიმაღლეში კი დაახლოებით 190 სმ. ბინადრობდა მონღოლეთში, აღმოჩენილია დღევანდელი დორნოგოვის პროვინციაში. ![]() ![]() 3) აკრისტავუსი - არსებობდა ცარცული ერის კამპანიურ პერიოდში, 84 - 72 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. აღმოჩენილია მონტანას შტატის ტერიტორიაზე. მიირთმევდა მცენარეებს (იყო ჰერბივორი). ზომაში დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც იმ პერიოდის სხვა მისნაირი ჰადროზავრიდები. ![]() ![]() 4) აკროკანტოზავრი - არსებობდა ცარცული ერის აფციური ერიდან ალბიურ ერამდე, 125 - 113 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ მისი ნაშთები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე ოკლაჰომაში და ტექსასში. იყო საკმაოდ წარმატებული, დიდი ხორციმჭამელი მტაცებელი. სიმაღლით იზრდებოდა 4 მეტრამდე, ხოლო სიგრძით 11 მეტრამდე. ![]() ![]() 5) აკროთოლუსი - არსებობდა ცარცული ერის სანტონურ პერიოდში, 86 - 83 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ კი ნაშთები ნაპოვნია კანადაში, ალბერტაში. იზრდებოდა 1.8 მეტრის სიგრძის, იწონიდა საშუალოდ 40 კგ-ს, ხოლო სიმაღლით დაახლოებით 80 სმ გახლდათ. იყო მცენარეებით მკვებავი (ჰერბივორი). ![]() ![]() 6) ადამანტიზავრი - ცხოვრობდა ცარცულ ერაში ტურონული პერიოდიდან მაასტრიხტულამდე, 94 - 72 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიაში. იყო ჰერბივორი (მცენარისმჭამელი). სიგრძით დაახლოებით 13 მეტრი იზრდებოდა. ![]() 7) ადაზავრი (ანუ მონღოლური ადაზავრი) - არსებობდა ცარცულ ერაში, კამპანურიდან მაასტრიხტულ პერიოდამდე, 84 - 70 მილიონი წლის წინ. აღმოჩენილია განამარხებული ნაწილები მონღოლეთის ტერიტორიაზე. იზრდებოდა დაახლოებით 1.8 მეტრი სიგრძით. ![]() 8) ადელოლოფუსი - არსებობდა ცარცული ერის კამპანიურ პერიოდში, 84 - 72 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილო ამერიკაში, მისი ნარჩენები აღმოჩენილია იუტას შტატში. იყო ჰერბივორი (მცენარეჭამია). ზომები დაუდგენელია, მაგრამ აშკარად არ გვაქვს საქმე გიგანტურ დინოზავრთან, არამედ ადამიანზე პატარა იყო. ![]() 9) ადეოპაპოზავრი - ცხოვრობდა ადრეულ იურულ პერიოდში, 201 - 174 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში, კერზოდ არგენტინაშია მისი განამარხებული ნაშთები აღმოჩენილი. იყო ჰერბივორი (ბალახისმჭამელი). იზრდებოდა 3 მეტრის სიგრძის და დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის. ![]() ![]() 10) ეჯიპტოზავრი (იგივე ეგვიპტური ხვლიკი) - არსებობდა ალბიანური პერიოდიდან კენომანიანურ პერიოდამდე ცარცულ ერაში, 113 - 100 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია ეგვიპტის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს ჩრდილო აფრიკაში იყვნენ გავრცელებულნი. კვების ტიპით ჰერბივორებს (ბალახისმჭამელებს) მიეკუთვნებოდნენ და იზრდებოდნენ 15 მეტრის სიგრძის და 4 მეტრის სიმაღლის. ![]() ![]() ავტორი: თორნიკე ფხალაძე 146 1-ს მოსწონს
|