x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნომრის ამომცნობი პროგრამა აფიორა აღმოჩნდა - თქვენი ტელეფონიდან ყველა ნომერი გასაჯაროვდა

image


სატელეფონო ნომრების ამომცნობი პროგრამა, რომელიც სრულიად უფასოა და მობილურ ტელეფონში მისი ჩამოტვირთვა ყველას შეუძლია დიდი აფიორა აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე სწავლობს აპლიკაციას, რომელშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სისხლის სამართლის ნიშნები დაინახა.
პირადი ნომრების ბაზის საჯაროობას და აბონენტთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს უკვე სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძება ორი მიმართულებით - კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისა და კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა გამოძების დასრულებამდე აღნიშნული პროგრამა და მისი ინსტალაცია ნებისმიერი მსურველისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომია.
წინასწარი ინფორმაციით, პროგრამით უკვე 80 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა, შედეგად კი მათ ტელეფონში ჩაწერილი სატელეფონო ნომრები პროგრამის შემქმნელებმა მოიპარეს და გაასაჯაროვეს. იდეის ავტორებს მომხმარებელი შეცდომაში რომ შეჰყავთ, ეს პროგრამის ინსტალაციისას არსად არ არის მითითებული. პროგრამა არ გვაფრთხილებს, რომ მობილურში მისი ინსტალაციის შემდეგ პროგრამა თქვენს სატელეფონო ნომრებსაც წაიღებს.
სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სწავლობდა და მათ რეაგირებისთვის შსს-ს მიმართეს.
2
723
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
723
  
2018, 15 სექტემბერი, 10:58
მიხეილ. თითქმის ყველა აპლიკაცია ითხოვს წვდომას კინტაქტებთან და შენ თანხმობას აძლევ, მაგრამ ამ კონტაქტების გასაჯაროების უფლებაზე სად წერია? ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეა და მოეკითხება ამ აპლიკაციის შემქმნელს...
2018, 16 თებერვალი, 1:27
ეს პროგრამა ახალი გამოსული იყო რომ ვნახე და დაყენებისას გარკვევით ეწერა რომ თუ ჩემს კონტაქტებს გაუზიარებდა პროგრამის სხვა მომხმარებლებს, ამისთვის მთხოვდა ნებართვას, ასეთ სიცრუეს რატომ ავრცელებთ?
0 1 2