ექსპერტები სიცრუე თუ სიმართლე?რეალურად რამდენი ადამიანი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი? 2018, 12 თებერვალი, 20:34 საბჭოთა კავშირში ტრადიციულად, მთავრობაში ყოველი ახალი მეთაური ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აკრიტიკებდა და ლანძღავდა წინა მეთაურს(გამონაკლისი მხოლოდ ლენინ-სტალინი იყო), ასე მოხდა გორბაჩოვის მოსვლის შემდეგაც.
ჯერ ბრეჟნევის უძრაობის ხანის გაკრიტიკება დაიწყეს, შემდეგ ხრუშჩოვის ვოლონტარიზმს გადაწვდნენ, ბოლოს კი სტალინს მისდგნენ.იმ პერიოდში სტალინის დანაშაულები სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებზე თუ ლიტერატურაზე დაყრდნობი თვით ფაშისტებზე უფრო მასშატაბურად და შემზარავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით ხელში საგოგმანები გახდა სოლჟენიცინის წიგნი, «არქიპელაგი გულაგი», რომელიც ცნობილმა დისიდენტმა უცხოეთში გამოაქვეყნა, საბჭოთა არქივის შესწავლის გარეშე, ამიტომ სტალინის მსხვერპლთა რაოდენობა, როგორც იტყვიან, "მიახლოებით გამოთვალა." აღსანიშნავია, რომ აუცილებელია პატივი მივაგოთ ალექსანდრე სოლჟენიცინს, რომელიც გულწრფელად აღიარებს და გვიჩვენებს, თუ სადაც მოაქვს ეს ციფრები.იგი მხოლოდ ცსს-ს მონაცემებს ეყრდნობა და ეს ციფრი 70 მილიონ რეპრესირებულს უკაკუნებს.
ამერიკელები, რომლებმაც სოლჟენიცინი შეიფარეს ერთი წამითაც არ გაუპროტესტებიათ ეს ციფრი, პირიქით რაც შეიძლება უნდა გაემუქებინათ "ბოროტების იმპერია", თან სოლჟენიცინის სახელი აღიქმებოდა სიმართლის და ტოტალიტარიზმთან ბრძოლის მედროშედ. უკვე წლების შემდეგ კი აშშ-ს ცსს-ს ანალიტიკური ცენტრი RAND Corporation-ი, რომელმაც შეისწავლა ქვეყნის მაშინდელი დემოგრაფიული მდგომარება, სტატისტიკა და საარქივო დოკუმენტები აქვეყნებს სულ სხვა მონაცემებს, რეალურად სტალინის რეპრესირებულთა რიცხვი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია.ამასვე ამტკიცებს ისტრიკოსი, რუსეთის ისტორიის და დემოგრაფიის მკვლევარი მელბურნის უნივერსიტეტი პროფესორი სტივენ უეტკროფტი მაშ ასე:დახვრეტილი იქნა (1921-1953 წლები).– 799 455 ადამიანი. გულაგის ბანაკებში: დაიღუპა 1, 7 მილიონი ადამიანი. კულაკების გადასახლება(1930-1945):დაიღუპა 390 000 ადამიანი. მთლიანად სტალინის რეპერესიების დროს დაღუპულთა რაოდენობა(კატინი, დეზერტირი წითელარმიელები, კავკასიიდან გადასახლება, შიმშილით გარდაცვლილები) სხვადასხვა წყაროებით მერყეობს 3 მილიონიდან 9 მილიონამდე ადამიანი. უფრო დაწვრილებით მონაცემებს გაეცანით აქ.
437 12-ს მოსწონს 1-ს არა
|