ექსპერტები როგორ აღმოაჩინეს ჰიტლერის გვამი 2020, 21 აპრილი, 13:55 20 აპრილს დაიბადა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პოლიტიკური მოღვაწე, ნაცისტური პარტიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი. მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარ ინიციატორზე ბოლო ხანებში პრესაში დროდადრო გაიელევებს ხოლმე პუბლიკაციები, რის მიხედვითაც თითქოს ჰიტლერმა სინამდვილეში თავი არ მოიკლა და სამხრეთ ამერიკაში გაიპარა, კერძოდ არგენტინაში, არსებოსბ კიდევ სხვა ვერსიებიც. ამ ჭორებს პასუხობს სამხედრო აკადემიის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრ ზდანოვიჩი: "პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიტლერი თავის ბუნკერში 28 აპრილამდე იმყოფებოდა, კონტრდაზვერვამ რაიხსტაგისთვის ბრძოლების დროს მიიღო, ბუნკერის მახლობლად სმერშის თანამშრომლებმა იპოვნეს მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრის ჯოზეფ გებელსის ოჯახის წევრების ცხედრები. ეს მოხდა 2 მაისს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს რაიხკანცელარია. მხოლოდ 5 მაისს რაიხკანცელარიის ეზოში ბომბი აფეთქების შედეგად მდებარე ერთ-ერთ ორმოში სმერშის მე-9 პოლკის მსროლელთა კორპუსის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ჰიტლერისა და მისი მეუღლის ევა ბრაუნის ცხედრები." ისტორიკოსმა ასევე უარყო დროდადრო გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ნაცისტების ლიდერმა გაქცევა მოახერხა. მან ამ ინფორმაციას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ არსებობს ექსპერტების დასკვნა იმის შესახებ, რომ დამწვარი სხეულის ნაშთები ჰიტლერს მიეკუთვნება. ასევე რამდენიმე დღის წინ პირველად გამოქვეყნდა დოკუმენტი, სადაც საბჭოთა კონტრდაზვერვა ჟუკოვის ხელით აცნობებს სტალინს ჰიტლერის და პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის თვითმკვლელობის შესახებ. 2015 5-ს მოსწონს
|