x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ დახოხავდა მუხლებზე ხრუშჩოვი სტალინის წინაშე?
image

საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფიაში, მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ეპიზოდი, როდესაც იგი მუხლებზე დახოხავდა სსრკ-ს მაშინდელი ლიდერის, იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი. ამის შესახებ ისაუბრა ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანდრეი მალენკოვმა, რომელიც არის 1950-იან წლებში ძალაუფლებისთვის მებრძოლის და ხრუშჩოვის ერთ-ერთი კონკურენტის, გიორგი მალენკოვის შვილი.





”მსგავსი დანაშაულისთვის მაშინ დახვრეტა იყო. ხრუშჩოვი სტალინთან მივიდა და მუხლებზე დაეცა. ..სხვათა შორის ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო - პირველი აპატიეს მის შვილს ”, - თქვა მალენკოვმა.



მალენკოვ უმცროსს მიაჩნია, რომ ხრუშჩოვის 1956 წლის მოხსენება საბჭოთა კავშირის XX ყრილობაზე"პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ" იყო ხრუშჩოვის შურისძიება სტალინზე "თავის დაბდურა შვილის ლეონიდის გამო".


imageფოტოზე: ანდრეი მალენკოვი



”პირველ რიგში, (პირადად წაიკითხა მოხსენება” პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ ”)მას (ნიკიტა ხრუშჩოვს) სურდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია. საერთოდ, ის ძალიან შურისმაძიებელი კაცუნა იყო ”, - განაცხადა მალენკოვის ვაჟმა.



1942 წლის შემოდგომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ლეონიდ ხრუშჩოვს, ნიკიტას უფროს ვაჟს, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, რვა წელი მიუსაჯეს, პლუს ფრონტზე მსახურობით, ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ამბავი ჩაფარცხეს.


1943 წლის 11 მარტს ლეონიდ ხრუშჩოვმა საბრძოლო გაფრენა განახორციელა, რის შემდეგაც იგი უკან ვეღარ დაბრუნდა.მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

imageფოტოზე: ლეონიდ ხრუშჩოვი


გიორგი მალენკოვი - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოღვაწე და პარტიის ლიდერი, იოსებ სტალინის უახლოესი გარმოცვა და თანამებრძოლი, 1953 წლიდან 1955 წლამდე ხელმძღვანელობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს. იგი ხელმძღვანელობდა თავდაცვის ინდუსტრიის რიგ დარგებს, ასევე მსოფლიოში პირველი ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას. სტალინის გარდაცვალების შემდეგ იგი თავდაპირველად აღიქმებოდა, როგორც მისი მემკვიდრე. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ახსოვდა მრავალი აკრძალვის მოხსნა, რომელიც მისი ინიციატივით მოხდა: საგარეო პრესა, საზღვრის გადაკვეთა, საბაჟო გზავნილები.

image

1953 წლის მაისში, მალენკოვის ინიციატივით, მიიღეს მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, პარტიის თანამდებობის პირებს გაუნახევრდათ ანაზღაურება და გაუქმდა პარტიულ ჩინოვნიკებზე კონვერტებით იმ ფულადი პრემიების გადაცემა, რომლებიც არ ექვემდებარებოდა აღრიცხვას.


ეს არ მოეწონა ბევრ პარტიულ ჩინოვნიკს, ამან მძლავრად შეარყია მისი პოზიცია, რის შედეგადაც ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა სსრ კავშირის ფაქტობრივი ლიდერი.


1957 წელს მან შექმნა ეგრეთ წოდებული ანტიპარტიული ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ "მალენკოვი, კაგანოვიჩი, მოლოტოვი და შეპილოვი, " რომელთა მიზანი იყო ხრუშჩოვის თანამდებობიდან მოხსნა. ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც იგი პარტიიდან გააძევეს და არც აღარასოდეს აღუდგენიათ.

0
1348
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0