სხვა დედამიწიდან ყველაზე შორს გადაღებული ფოტო 2018, 12 თებერვალი, 10:00 ავტომატურმა პლანეტათშორისმა სადგურმა НАСА New Horizons – მა გადაიღო კოსმოსური სივრცე, რომელიც დედამიწას 6, 12 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. ამით დაამხო აპარატ Voyager-1 –ის რეკორდი –6, 05 მილიარდი კილომეტრი. New Horizons – მა შეძლო დაეფიქსირებინა კოიპერის რკალის რამდენიმე ობიექტი. რომელიც ნეპტუნის ორბიტას 55 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. (ასტრონომიული ერთეული მზესა და დედამიწას შორის მანძილის ტოლია).
კამერამ Long Range Reconnaissance Imager (LORRI) გადაიღო ობიექტები 2012 HZ84 და 2012 HE85.
2019 წლისთვის New Horizons მიაღწევს პლანეტოიდ 2014 MU69 – ს, რომელიც პლუტონიდან 1, 6 მილიარდ კილომეტრშია. მისია New Horizons — ნასას (НАСА) პროექტია, რომელიც 600 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. აპარატი კოსმოსში 2006 წლის 19 იანვარს, კანავერალის კოსმოდრომიდან ხომალდ Atlas V – თი გაუშვეს. New Horizons – ის მთავარი მისია პლუტონისა და მისი თანამგზავრის ხარონის შესწავლა იყო. 73 1-ს მოსწონს
|