სხვა დედოფალ ნეფერტიტის სახე უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით აღადგინეს 2018, 11 თებერვალი, 19:26 ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის დედის, დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტის შექმნა უახლესი, გამოსახულების 3D-სკანირებით დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებით მოახერხეს დიზაინერებმა Dior – დან. ბიუსტის შექმნას 500 საათი დასჭირდა. მუმია სამკაულებითაც შეამკეს, მაგრამ 3 400 წლის დედოფლის კანის ფერმა სოციალურ ქსელებში დიდი კამათი გამოიწვია, ბევრის აზრით იგი რეალურ ცხოვრებაში უფრო შავგრემანი იქნებოდა. ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერების დახმარებით პალეონტოლოგმა ელიზაბეტ დეინსმა სცადა ეგვიპტის დედოფლის ზუსტი ასლი გაეკეთებინა.
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ფარაონ ტუტანხამონის დედის მუმია KV35YL, სინამდვილეში დედოფალ ნეფერტიტის მუმიაა.
დედოფალი ნეფრტიტი ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1353 – 1336 წლებში მართავდა. სავარაუდოდ იგი ფარაონ ტუტანხამონის დედა ან დედინაცვალი უნდა ყოფილიყო.
მისი სრული სახელია ნეფერ–ნეფერუ–ათონ ნეფერტიტი.
ეგვიპტოლოგმა აიდან დოდსონმა ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, შეძლო ნებართვის მოპოვება ეგვიპტის მუზეუმისა და ეგვიპტის სიძველეების სამინისტროსი, რათა მოეხსნა მუმიის დამცავი მინა და ციფრული სკანირება ჩაეტარებინა.
ამის შემდეგ 3D- დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებით მუმიის თავის ზუსტი ასლი დამზადდა.
«ძვლის სტრუქტურა და მისი თავისებურებები ძალიან გავს ძველ გამოსახულებებს. ჩემი აზრით ეს ნეფერტიტის ნამდვილი სახეა ", - განაცხადა დოქტორმა ჯოშ გეიტსმა
ახლი ბიუსტი ძალიან გავს ბერლინის ცნობილ ნეფერტიტის ბიუსტს
446 2-ს მოსწონს
|