x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
შავდათუაშვილი პარიზის დიდი სლემის ტურნირის ფინალში გადავიდა

image


ცნობილი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) პარიზის გრან სლემის ფინალში გავიდა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრზე პირველ ნომრად არის განთესილი, მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედ პრიზიორს, სამხრეთ კორეელ ანის იპონით მოუგო.


ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, დღესვე პარიზის დიდი სლემის ტურნირის ბრინჯაოს მედლისთვის 60 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს.


შავდათუაშვილმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ-მდე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. 2016 წლის 8 აგვისტოს კი, რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორთაბრძოლაში მან წლის ევროპის ჩემპიონი, ებრაელი საგი მუკი დაამარცხა. ებრაელამდე შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა.

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0