x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბისექსუალი ბატის არაჩვეულებრივი ისტორია
image

ბატი თომასი ცხოვობდა ლაგუნა უაიმანუში, ახალი ზელანდია, ცნობილი გახდა, რომ იგი ორიოდე დღის წინ მოკვდა, იცხოვრა 40 წელიწადი.მისი ისტორია კი ნებისმიერი მელოდრამის ტოლფასია.


ბატი თომასის ცხოვრება იმით დაიწყო, რომ მან სამეგობროდ არა დედალი ბატი, არამედ შავი გედი, სახელად ჰენრი აირჩია, თომასმა მასთან ერთად 25 წელიწადი გაატარა, სანამ ერთ დღესაც ჰენრის არ შეხვდა შავი დედალი გედი, სახელად -ჰენრიეტა.


ჰენრი და ჰენრიეტა დაწყვილდნენ, თუმცა ბატი თომასი იმის მაგივრად, რომ ახალი სიყვარული ეძებნა, დარჩა მათ მეგობრად და მოსამსახურედ, ეხმარებოდა პატარა ჭუჭულების დაზრდაში, 6 წლის განმავლობაში სამეულმა ერთად გამოზარდეს 68 გედი.

image


image
2009 წელს თომასისთვის ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა, მოკვდა ჰენრი, მალევე ჰენრიეტამ ახალი მამალი მეწყვილე მონახა და მასთან ერთად გაფრინდა....თომასი დარჩა მარტოდმარტო.


მიუხედავად ამისა, თომასმა მოიკრიბა ძალები და ამჯერად უკვე დედალი ბატი გაიცნო და მასთან ერთად უკვე საკუთარი ჭუკები დაზარდა, მაგრამ ბედმა კვლავ უმუხთლა თომასს, ერთხელაც ბატმა, სახელად ჯორჯმა ნაშიერები მოპარა.

image

2013 წელს თომასი დაბრმავდა, გადაწყდა ბატი ველინგტონის ფრინველთა თავშესაფარში გადაეყვანათ, თომასი მიუხედავად იმისა, რომ ბრმა იყო, მაინც ეხმარებოდა სხვა ბატებს ჭუკების დაზრდაში.


აქვე მოკვდა თომასი 40 წლის ასაკში, იგი მისი მეგობრის, გედი ჰენრის გვერდზე დაასაფლავეს, იუწყება Daily Mail-ი.

image



1
80
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
0 1 1