x
image
თორ ნიკე
მანათობელი სოკოები - რატომ ანათებენ ისინი?

მანათობელი სოკოები



მანათობელი სოკოები ბუნების ერთ-ერთი უმშვენიერესი ფენომენია. ღამ-ღამობით ტყეებში სოკოს ბევრი სახეობა ნათებას იწყებს და ზღაპრულ სანახაობას ქმნის. 400 მილიონი წლის წინ დედამიწა მოფენილი იყო გიგანტური, ხეების ზომის სოკოებით. მას შემდეგ ისინი სხვადასხვა კლიმატური ცვლილების გამო დაპატარავდნენ. მათ ევოლუციის განმავლობაში უამრავ გარდაქმნას გაუძლეს, შეეგუენ თითქმის ყოველნაირ გარემოს ყველა კონტინენტზე და ჩამოაყალიბეს გასაოცრად დიდი მრავალფეროვნება. ზოგიერთმა მათგანმა ისეთი "ჯადოსნური" თვისებაც კი შეიძინა, როგორიცაა ნათება ღამით. ზოგიერთ ადგილას დედამიწაზე მოხდა ისე, რომ უკეთ მრავლდებოდნენ ისეთი სოკოები, რომლებიც შეიცავდნენ მეტ სეროტონინის მსგავს ნივთიერებას - ფსილოციბინს და ფსილოცინს. ეს ნივთიერება კი რაც უფრო მეტი შემცველობითაა ორგანიზმში, მით მეტად იწვევს ქემოლუმინესცენციას ანუ ნათებას ღამით (ნათება რეალურად დღისითაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ღამით ჩანს) ქიმიური რეაქციების წყალობით. სოკოების ის ინდივიდები, რომლებიც შეიცავდნენ მეტ ფსილოციბინს და ფსილოცინს მეტად იზიდავდნენ ღამით მწერებს. მწერები და თავის მხრივ ძალიან უწყობდნენ ხელს მათი სპორების გავრცელებას გარშემო მიწებზე. რაც საბოლოოდ გვაძლევდა იმ შედეგს, რომ ბუნებრივი გადარჩევის პროცესში ნაკლებმანათობელი ინდივიდები ბევრად ნაკლებ შთამომავლობას ტოვებდნენ, ვიდრე უკეთ მანათობლები. სოკოების პოპულაციაში დიდი დროის განმავლობაში მძლავრობდა ის გენები, რომელიც განაპირობებდა სოკოს ორგანიზმში მეტი ფსილოციბინის და ფსილოცინის წარმოქმნას და ახალი თაობები სულ უფრო და უფრო მეტ ამ ნივთიერებებს შეიცავდნენ, შესაბამისად უფრო და უფრო უკეთ ანათებდნენ. დღეს იმდენად დახვეწილ და ულამაზეს გარემოს ქმნიან, რომ ბევრი ადამიანი საკუთარი სახლის ინტერიერის გასალამაზებლად იძენს ლუმინესცენციურ ანუ მანათობელ სოკოებს.

შემოგთავაზებთ მათ რამდენიმე ფოტოს:


მანათობელი სოკო



მანათობელი სოკო


მანათობელი სოკო


მანათობელი სოკოები


მანათობელი სოკოები


მანათობელი სოკოები


მანათობელი სოკოები


მანათობელი სოკოები


image


image





ავტორი: თორნიკე ფხალაძე

1
534
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
534
  
2018, 11 თებერვალი, 1:52
ძალიან ხშირად ასეთი ნათება ემთხვევა იმ გეოგრაფიულ გარემოში უფრო მეტად გავრცელებულ მდედრი მწერების ფერებს თუ ნათებას და სწორედ ამიტომ დაძვრება მამრი მწერი სოკოებში. ვერ ნახავს მდედრს და აგრძელებს გზას. თან კი მიაქვს სოკოში ძრომიალის დროს ტანზე აკრული სოკოს სპორები. ამ მეთოდით მრავლდებიან სოკოები.
0 1 1