x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
4 მიზეზი თუ რატომ უნდა დალიოთ მხოლოდ თბილი წყალი
image

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე სითხე მაინც უნდა მიიღოთ აუცილებლად. ეს, რათქმაუნდა, სასარგებლო ჩვევაა, თუმცა ცივი წყალი უმჯობესია თბილით ჩაანაცვლოთ, რადგან ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.


საჭმლისმომნელებელი სისტემა

image


ცივი წყალი ხელს უწყობს საკვებში შემავალი ცხიმების გამაგრებას, რაც თავის მხრივ საჭმლის მონელებას ანელებს. თბილი წყალი კი პირიქით, ხელს უწყობს საკვების მონელებას, მის შეთვისებას ორგანიზმის მიერ და ყაბზობასაც გვაცილებს თავიდან.


სასუნთქი სისტემა

image

ცივი წყალი ლორწოს დაგროვებას იწვევს, რაც სასუნთქი გზების ინფექციების რისკს ზრდის და ყელის ტკივილს იწვევს.

თბილ წყალს უკუეფექტი გააჩნია. აცხრობს ყელს და ხსნის გაღიზიანებას.


სისხლისმიმოქცევის სისტემა

image

ცივი წყალი ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას.

როცა თბილ წყალს სვამთ, სისხლძარღვები ფართოვდება და უჯრედების სისხლით მომარაგებაც უმჯობესდება, რისი მეშვეობითაც ორგანიზმი ტოქსინებისგან თავისუფლდება.


ნერვული სისტემა

image

დაბალი ტემპერატურა ერთერთია იმ ფაქტორებიდან, რომლებიც თავის ტკივილს იწვევენ.გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ასეთი ეფექტი ცივ წყალსაც გააჩნია. იმ ადამიანებში, რომელთაც შაკიკი აწუხებთ, ცივი წყლის მიღებამ შესაძლოა ამ დაავადების პროვოცირებაც კი მოახდინოს.

თბილი წყალი პირიქით, ტკივილს ხსნის. განსაკუთრებით გვეხმარება მისი მიღება სპაზმების დროს.


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0