კინო დღის ფრაზა სოფია ლორენისგან: " შენი თვალები ვერ იქნება ისე ლამაზი თუ.." 2018, 8 თებერვალი, 16:45 მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდა სოფია ლორენი დღეს 81 წლისაა და კვლავ აგრძელებს ფილმებში მონაწილეობას, ფესიტვალებზე დასწრებას და ყველაფერ იმას, რითაც პლანეტის უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ის დღესაც თვლის, რომ მთავარი მონდომებაა და ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. წარმოგიდგენთ დღის ფრაზას ლეგენდარული ქალბატონისგან: " შენი თვალები ვერ იქნება ისე ლამაზი თუ ერთხელ მაინც არ გიტირია " დღეს ის 81 წლისაა და ამბობს, რომ ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა და ტკივილი შეხვდა, მაგრამ კმაყოფილია, რადგან ეს ყველაფერი რომ არ გაევლო, დღეს ის სოფია ლორენი არ იქნებოდა. 2016 წელს კანის კინოფესტივალზე " დავდიოდი სინჯებზე, ყველგან მიწუნებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ განიერი მხრები და დიდი პირი მქონდა, მაგრამ მე ყველაფერი გადავლახე, მართალია " მის იტალიის" კონკურსის ოცეულშიც ვერ შევედი, მაგრამ მე იმდენს მივაღწიე, ყველა დამერწმუნებინა, რომ საუკეთესო ვარ." აცხადებს სოფი ლორენი, რომელიც დღეს 81 წლის ასაკში "დოლჩე გაბანას" სარეკლამო სახეა. კინოფილმიდან "ქორწინება იტალიურად" 182 1-ს მოსწონს
|