x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
«Modern Talking» 35 წლის შემდეგ,გერმანული დისკოჯგუფი,რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

image
1983 წლის თებერვალში ახალგაზრდა კომპოზიტორი და მუსიკოსი დიტერ ბოლენი შევიდა ბერლინის ხმის ჩამწერ სტუდიაში და იკითხა:"ხომ არ იცით ვინმე, ისეთი, რომელიც მის სიმღერებს შეასრულებდა?"ასე გაიცნეს ერთმანეთი ქერა დიტერ ბოლენმა და შავგვრემანმა თომას ანდრესმა ერთმანეთი და ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანული პოპ-დისკო ჯგუფის კარიერა.

«Modern Talking» ერთადერთი ჯგუფია, რომლის 4 ალბომი ზედიზედ მულტიპლატინური გახდა, ეს რეკორდი დღესაც მოუხსნელია.

image

საინტერესო ფაქტები

image

***ჯგუფი ორჯერ დაიშალა და ორივეჯერ სკანდალურად, ერთმანეთის ლანძღვა გინებით და ორივეჯერ მაშინ, როდესაც პოპულარობის პიკზე იყვნენ:პირველად 1987 წელს, ხოლო მეორედ, 11 წლიანი პაუზის შემდეგ 2003 წელს საბოლოოდ.

image

*** თომას ანდერსის ნამდვილი გვარი ბერნ ვაიდუნგია და რადგან ძნელად გამოითქმებოდა, პროდიუსერმა შესთავაზა სასცენო ფსევდონიმად თომას ანდერსი აეღო.

image

***ჯგუფის პირველად დაშლის მიზეზი ანდერსის ცოლი ნორა ბალინგი გახდა, ქალს არა მარტო მესამე წევრად უნდოდა ყოფნა, არამედ პრეტენზია ჰქონდა პროდიუსერობაზე და მენეჯერობაზეც, არა და სიმღერების თითქმის 100%-ს დიტერ ბოლენი ქმნიდა."ნორას ჭირვეულობის გამო ჩაგვეშალა გამოსვლა ბრიტანულ «Top Of The Pops»-ში და მაშინ ვთქვი, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ასეთ პირობებში ვიმუშაო"-იხსენებს ბოლენი.

image

***1988 წლისთვის Modern Talking ის გაყიდვებმა 85 მილიონ ასლს მიაღწია.

image

image

***1998 წელს, გერმანიაში ალბომი Back for Good პირველსავე კვირას 700 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა!.

image

image

***1998 წელს ბუდაპეშტში გამართულ კონცერტს 200 000 კაცი ესწრებოდა.

image

***1998 წელს, ალბომი Back for Good მსოფლიო გაყიდვების ლიდერი გახდა

image

***1999 წელს, მონტე კარლოში, Modern Talking- მა მიიღო პრიზიThe World Music Award, როგორც "ყველაზე გაყიდვადი გერმანული ჯგუფი მსოფლიოში".

image


***2001 წელს მანჩესტერში (ინგლისი) Modern Talking-ს გადაეცა Top of the Pops Award ტიტული, როგორც საუკეთესო გერმანული ჯგუფი.

image

*** BMG-ს მონაცემებით 2003 წლისთვის Modern Talking -ის გაყიდულმა ალბომებმა 120 მილიონ ეგზემპლიარს გადააჭარბა, თუმცა იგი პოპულარული იყო ყველგან, აშშ-ს გარდა, მეტიც, როდესაც მისი ალბომები ევროპული ქვეყნების ჩარტებს სათავეში ედგა, აშშ-ში მათი ალბომები ან სინგლები "ბილბორდის" ტოპ-200-იც ვერ ხვდებოდა.

image

***2010 წლის Modern Talking - სიმღერების ნაკრები 25 Years Of Disco-Pop- გერმანიის, ავსტრიის და პოლონეთის ჩარტებში მოხვდა, რითაც დასტურდება რომ ჯგუფი კვლავ პოპულარულია დაშლის შემდეგაც.

1
216
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
216
  
2018, 7 თებერვალი, 21:22
მაგარი ჯგუფი იყო და კარგი სტატიააა... ამათ სიმღერებს დღესაც ვუსმენ
0 1 1