x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში 11 წლის ბავშვმა მოხუცთან კონფლიქტის დროს მხედველობა დაკარგა
image


დედოფლისწყაროში 11 წლის ბავშვმა მხედველობა დაკარგა. მიზეზი 86 წლის ქალთან მომხდარი ინციდენტია. ინფორმაციას დედოფლისწყაროში მოქმედი გაზეთი „შირაქი“ ავრცელებს. მომხდარზე ინფორმირებულია ყველა უწყება.


გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მოხუცს ხშირად აბუჩად იგდებდა, ერთერთი ასეთი შემთხვევის დროს ფანჯარა ჩაიმტვრა და ბავშვს ნამსხვრევი თვალში მოხვდა. ბიჭს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.


ბიჭი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრია, ამიტომ ძვირადღირებული ოპერაცია სახელმწიფო დაზღვევამ დააფინანსა. მაგრამ დაშავებულის დედა ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ექიმებთან წასასვლელი ფული არ ჰქონდათ, ამიტომ პიანინო დაშალეს, ლითონები ამოაცალეს და ჯართში ჩააბარეს.



გაზეთის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო. სასამართლომ მოხუცს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მისი ოჯახი გაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მზადაა მოზარდს სხვა სამედიცინო ხარჯებშიც დაეხმაროს. ისინი მომხდარის გამო პასუხისმგებლობას გრძნობენ.


დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ამბობს რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოზარდს აუცილებლად დაეხმარება და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ.


image

0
382
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0