კინო " გადავაბიჯე 85 წელს და თითქოს სიცოცხლეც დასრულდა.." - ლანა ღოღობერიძის დამაფიქრებელი სიტყვები 2018, 4 თებერვალი, 16:34 ![]() სან-რემოს საავტორო ფილმების ფესტივალის დიდი პრიზი, გრან-პრი ფილმისთვის: " რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი რეჟისურაში ფილმისთვის: " ორომტრიალი" ![]() დღეს ლანა ღოღობერიძე 89 წლისაა, კინოს არ ჩამოშორებია და ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. ბოლო ფილმი (დოკუმენტური) 2014 წელს გადაიღო და მასში კინო და პოეზია მისი ცხოვრების ორი პარალელური წერტილი გაარეთიანა. დამაფიქრებელია ეპიზოდი მისი ფილმიდან " ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა", სადაც ლანა ღოღობერიძე ასაკზე, მარტოობასა და ადამიანის შეგრძნებებზე საუბრობს: " 2000 წელს საუკუნეც მიილია, მეოცე საუკუნე, რომელსაც არაბმა პოეტმა ადონისმა საუკუნე - ურჩხული უწოდა. და მაინც ეს ურჩხული ჩვენი ბავშვობის, ახალგაზრდობის, სიყვარულის, იმედებისა და ოცნებების საუკუნე იყო. გადავაბიჯე 85 წელს და თითქოს სიცოცხლეც დასრულდა და მაინც ეს ისევ ის სიცოხლეა, შენი სიცოცხლე. სავსე შვილებითა და შვილიშვილებით, სიხარულითა და ტკივილებით, ყოველდღიური წვრილმანებითა და განსაცდელებით და ამავე დროს თანდათან სულ უფრო და უფრო გეუფლება ფიქრი, რომ როგორც ამბობდა ოთარ ჭილაძე: წინ მარადისობაა. ეს სევდის მომგვრელი და ამავე დროს სასიამოვნო ფიქრია. თანდათან წავიდნენ ჩემი უახლოესი ადამიანები, მეგობრები და მთელს სივრცეში დასადგურდა სიცარიელე, ამას მარტოობაც ჰქვია. მაგრამ კიდევ გადის დრო და ნელ-ნელა სიცარიელეს ავსებს სახეები, ისინი ცოცხლდებიან აქვე ჩემს სივრცეში, ჩემს გვერდით და მე ვხვხდები, რომ სანამ ჩვენ ვართ, ისინიც არიან. ჩვენ, ის ბავშვები გადავრჩით და ქვეყანაც გადარჩა. თუმცა ყველამ ერთად დავუშვით ბევრი შეცდომა, ზოგჯერ საბედისწეროც. მაგრამ გადავრჩით და გადავრჩებით, იმიტომ რომ ყოვეთვის იარსებებს სადღაც ადამიანთა ჯგუფი, პიროვნებები რომელთაც ექნებათ წარმოსახვა, ხილვა, ზმანება და შემდეგ ისინი შეძლებენ, რომ ეს ზმანება, ხილვა, ოცნება აქციონ რეალობად. " ![]() ამ სიტყვებით მთავრდება ლანა ღოღობერიძის ბოლო ფილმი, ახლა კი ის ახალი მხატვრული ფილმის გადასაღებად ემზადება " მინდვრის ყვავილები" ასე ერქმევა ფილმს, რომლის გადაღებებიც მალე დაიწყება. როგორც რეჟისორი ამბობს ფილმი იმის შესახებ იქნება, რომ ყოველთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე საინტერესო არის არა ის, რაც გუშინ მოხდა, არამედ ის რაც მომავალში იქნება. ![]() " ახალი ფილმი იმის შესახებ იქნება, რომ ჩემს ასაკშიც შეიძლება იცხოვრო იმ განცდით რომ საინტერესო ის კი არ იყო რაც გუშინ მოხდა, არამედ ის რაც ხვალ გელოდება. მე დღეს 90 წლის ვარ და ამ განცდით ვცხოვრობ.." - ლანა ღოღობერიძე კადრი ფილმიდან " რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" ![]() ![]() 327 3-ს მოსწონს
|