კინო რატომ არ იმღერა ია ნინიძემ კრუტოის იუბილეზე რუსულად? " მეგონა გული წამივიდოდა.." 2018, 3 თებერვალი, 23:08 სახელისა და გვარის, ია ნინიძის ხსენებისას დღემდე ყველას პირველ რიგში ის პატარა, მოუსვენარი გოგო ახსენდება ფილმიდან: " ვერის უბნის მელოდიები", თუმცა მას ამ ფილმის გარდა კიდევ უამრავი როლი აქვს შესრულებული ქართულ და არამხოლოდ ქართულ კინოში.
მარტო ის რად ღირს რომ ფილმმა "მონანიებამ" სადაც ია ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.
კინოფილმიდან "ზეციური მერცხლები" 90-იან წლებში როდესაც საქართველოში რთული ვითარება იყო მას ქვეყნის დატოვება მოუწია და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, ის დღემდე იქ მოღვაწეობს, იღებენ ფილმებში, თითქმის ყოველ წელს გამოდის ახალი ფილმი ია ნინიძის მონაწილეობით, თავად გული წყდება რომ ქვეყნის დატოვება მოუწია, ამბობს რომ სურვილი აქვს თავისი ცოდნა რაც კინოში აქვს ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს. ია ნინიძე სხვადასხვა კონცერტებსა თუ კინოფესტივალებზე ხშირად მღერის კიდეც, ძირითადად ქართული რეპერტუარი აქვს, თუმცა ცოტა ხნის წინ იგორ კრუტოის ცნობილი სიმღერა: Любовь похожая на сон, რომელსაც მრავალი წელია ალა პუგაჩოვა ასრულებს, არა რუსულად არამეტ ფრანგულად შეასრულა. ვიდეოს ინტერნეტ სივრცეში უამრავი მსმენელი ჰყავს. ია ნინიძე იხსენებს: " ამ ლეგენდარული სიმღერის ისტორია ასეთია, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით კონცერტებს ვმართავდით მსახიობები და მომღერლები, ისტორიებს ვყვებოდით, დარბაზიდან დასმულ კითხვებს ვუპასუხობდით, მომღერლები მღეროდნენ, შემდეგ ისევ მსახიობები ვერთვებოდით, მეც ვიმღერე ერთი სიმღერა, შემდეგ მეორე და ამოიწურა პროგრამა. ჩემი მეგობარი და მომღერალი ირინა პანაროვსკაია მეუბნება სცენაზე, იმღერე, შენ კიდევ იცი ერთი სიმღერაო. ვეუბნები, რომელი სიმღერა? მორჩა ჩემი პროგრამა, აღარ მაქვს მეტი. ჩამაცივდა ის იმღერეო, გამოვედი სცენაზე და ეს ცნობილი მელოდია რომ დაიწყო არა რუსულად, არამედ ფრანგულად ავმღერდი. ჩემმა წარმოსახვამ ფრანგულად დაინახა ეს სიმღერა და მოუხდა ეს ენა. არადა ფრანგულად რა თქმა უნდა არ ვიცოდი ტექსტი, საერთოდ არ არსებობდა ფრანგული ტექსტი და ჩემი სიტყვებით, რაც ვიცოდი: "გავაღოთ ფანჯარა, ავიღე სკამი" და ასე შეუსაბამო სიტყვებით ვიმღერე.დარბაზის დიდი ოვაციები დაიმსახურა ამ სიმღერამ. ჩემმა მეგობარმა ირინამ მითხრა შენ არ ინერვიულო რომ ჩავალთ მოსკოვში ამ სიმღერას მივუტანთ პროფესიონალ ადამიანს და ეს დაწერს ტექტს ფრანგულადო. მივიტანეთ მართლაც, ჩავწერეთ. იყო ამ სიმღერის კომპოზიტორის, იგორ კრუტოის იუბილე და სიურპირზად ვუმღერე ეს სიმღერა, რომ გამოვედი სცენაზე ძალიან დაბნეული ვიყავი, ვფიქრობდი გული არ წამივიდეს, ისე ვღელავდი, ისეთი ღელვა მქონდა ინსტიტუტში რომ აბარებ. ასე მიცემდა გული. სცენაზე გამოვედი თუ არა დარბაზში კრუტოი დავინახე და დავიწყე სიმღერა. რომ ვიმღერე კრუტოიმ დაბნეულმა შემომხედა, ადგა, რაღაც ქოთნის ყვავილი იდგა სცენასთან და ის მომაწოდა, ძალიან გახარებული იყო. მე ვუთხარი მაესტრო, მაპატიეთ თუ რამე ისე არ იყო და მან მიპასუხა, მე თვითონ ვერ ვიცანი ჩემი მუსიკაო. იგორ კრუტოი და ია ნინიძე 1444 1-ს მოსწონს
|