საზოგადოება ტყუპი ძმები, რომლებმაც 20.000 $ დახარჯეს, რათა ბრედ პიტს დამსგავსებოდნენ. აი, როგორ გამოიყურებიან ისინი! 2018, 2 თებერვალი, 1:57 ბრედ პიტი სინონიმია სიტყვისა “გულთამპყრობელი''. 53 წლის ჰოლივუდელი მსახიობი 90იანი წლებიდან მოყოლებული იპყრობს ქალებისა და არამარტო ქალების გულებს. ალბათ ხშირად გინახავთ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მიემსგავსონ თავიანთ კუმირებს და ამისათვის პლასტიკურ ოპერაციებს მიმართავენ. ამ ტყუპმა ძმებმა კი 20.000 $ დახარჯეს, რომ ბრედ პიტის მსგავსები გამხდარიყვნენ. 21 წლის ასაკში, მეთიუ და მაიკ შლეპებმა არიზონიდან, დაიწყეს თავიანთი ტრანსფორმაცია. მათი ცვლილებები შუქდებოდა დოკუმენტურ მასალებში MTV- ზე, შოუში “I Want A Famous Face'', რომელიც გვიყვებოდა ფანებზე, რომლებიც დანის ქვეშ დაწვნენ, რათა საყვარელ ჰოლივუდის ვარსკვლავებს დამსგავსებოდნენ. მეთიუსა და მაიკისთვის მოტივაცია პლასტიკური ქირურგიისთვის იყო რწმენა, რომ ბრედ პიტთან მსგავსება მათ წარმატებას მოუტანდა ქალებთან ურთიერთობისას. თუმცა პლასტიკური ქირურგია არ იძლევა გარანტიებს და არავინ იცის რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან. აქვე ნუ დაგვავიწყდება 19 წლის საჰარ თაბარი, რომელმაც 50 პროცედურა ჩაიტარა, რათა ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა. 1998 წელს, თეირანში, ირანში დაბადებულმა ლამაზმა გოგონამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავის კუმირს დამსგავსებოდა. აი, როგორი იყო ის ოპერაციებამდე. სამწუხაროდ ოპერაციის შედეგები ექსტრემალური აღმოჩნდა და აი, როგორ შედეგებამდე მიიყვანა ახალგაზრდა გოგონა ამ ყველაფერმა. 453 6-ს მოსწონს
|