საზოგადოება ქიბარ ხალვაში სააკაშვილის დედაზე: „უწესო და უწესოევიჩი, ვაი თქვენს პატრონს“ 2018, 1 თებერვალი, 19:03 ![]() ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილის დედის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლს ეხმაურება და სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს. „რამდენ ხანს უნდა "აბალახონ" ხალხი ამ უწესომ და იმ უწესოევიჩმა? ჯერ ეს არის ბიზნესლედი და მერე მისი შვილი ხალხისთვის თავდადებული რაინდი. ვაი თქვენს პატრონს... წადით, გადაშენდით...., “ წერს ქიბარ ხალვაში. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია, რომ სააკაშვილის დედა კიევში სახლს აშენებს. გიული ალასანია ამბობს, რომ თბილისში ბინა გაყიდა და ამ თანხით მშენებლობა დაიწყო. ქართველმა ჟურნალისტებმა კი გადაამოწმეს და რეესტრის მონაცემებში ბინის გაყიდვის ინფორმაცია არ დადასტურდა. სააკაშვილის დედა ასევე აღნიშნავს, რომ 60 000 დოლარი აქვს ხელფასი. ამავე თემაზე: გიული ალასანია კიევში სახლს იშენებს „თბილისში მშობლების სახლი გავყიდე და მშენებლობაზე დავხარჯე“ (ვიდეო) ![]() 335 1-ს მოსწონს
|