ქალი და მამაკაცი ვლადიმერ პუტინს ერთი ქერა ქალბატონი მუდამ გვერდით დაჰყვება 2018, 1 თებერვალი, 18:10 საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილი ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასიყვარულო ურთიერობა აქვს(ან ჰქონდა)რუს ტანმოვარჯიშესთან ალინა კაბაევასთან, თუმცა ამ ბოლო ხანებში დაკვირვებულმა ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ პუტინს მუდამ თან დასდევს ერთი ქერათმიანი ქალბატონი. 1)24 იანვარს პუტინი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უფაში, სადაც დაათვალიერა გაერთიანება ავიამოტორმშენი, სადაც პუტინის გვერდზე უკვე კარგად ნაცნობი ქალბატონი დგას. 2)2016 წლის ნოემბერში პუტინი და მედვედევი იმყოფებოდნენ ნოვგოროდის ოლქში.ნარინჯისფერ კომბინიზონიდან ისევ ნაცნობი სახე იყურება. 3)ესეც ბუნებაში "უხას" მომზადების დროს.. 4) ეს ფოტო 2017 წლის 6 იანვარს არის გადაღებული საშობაო ლიტურგიაზე სვასო-იურევის მონასტერში, პუტინის გვერდით ისევ ეს ქალბატონია. 5)ესეც სუფრაზე, ბლოგერებმა შეამჩნიეს, რომ პუტინს ამ ქალის ჩათვლით სულ ერთი და იგივე ხალხი დაჰყვება.. 6) შარშან მარტში ეს ქერა ქალბატონი კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ქვეშ, როდესაც სანკტ-პეტერბურგში წყალქვეშა ნავის წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონიაზე ლენტი გადაჭრა. მაინც ვინაა ეს ქალბატონი, რომელსაც ასე ხშირად ხედავენ პუტინის გვერდზე?ეს გახლავთ ლარისა სერგუხინა-სააქციო საზოგადოება "АК Курск"-ის გენერალური დირექტორი და კომპანია "Еврохимсервис"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ამასთანავე წყალქვეშა ნავის. "Великий Новгород"-ის ნათლიდედა. თუმცა ბლოგერები აღნიშნავენ, რომ უფაში თანხლები ქალბატონი ოდნავ უფრო ახალგაზრდად გამოიყურება და შესაძლოა ის ლარისა სერგუხინა არ იყოს. 530 8-ს მოსწონს
|