ქალი ინსულტის 7 სიმპტომი ქალებში 2018, 31 იანვარი, 2:38 ![]() ინსულტის სახეები: ![]() ⚡იშემიური ინსულტი: ტვინის ქსოვილის დაზიანება გამოწვეულია სისხლის მიწოდების ნაკლებობით, რადგან სისხლძარღვები გადაკეტილი ან შევიწროებულია. ⚡ჰემორაგიული ინსულტი: ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი სისხლძარღვების გაწყვეაა, რაც შეშუპებას და ტვინზე ზეწოლას იწვევს. რისკის ფაქტორები:
⚡ მაღალი არტერიული წნევა ⚡ დიაბეტი ⚡ გულის დაავადებები ⚡ მოწევა ⚡ სიმსუქნე ⚡ ქოლესტერინის მაღალი დონე ⚡ ალკოჰოლი ⚡ სტრესი ⚡ ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა
სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ აქვთ ხოლმე ქალებს ინსულტის ერთ-ერთი შედეგი სახის ნერვის დამბლაა. ამიტომაცაა, რომ ხშირად სახის ერთი მხარის მოძრაობა შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ, იგივე ემართება მარჯვენა ან მარცხენა ხელს და ფეხს. სტატისტიკის მიხედვით, ქალების 80%-ს, ვისაც ინსულტი ჰქონდა, ეს სიმპტომები აღმოაჩნდა. ![]() ![]() ყურადღება მიაქციეთ შემდეგ 7 სიმპტომს: ⚡ მხედველობის გაუარესება: ინსულტის მიერ გამოწვეულმა მოულოდნელმა მხედველობის გაუარესებამ შეიძლება იმოქმედოს ერთ ან ორივე თვალზე. ⚡ მწვავე თავის ტკივილი: ტკივილი ჩნდება მოულოდნელად და ზოგჯერ მოსდევს გულისრევა და ღებინებაც. ⚡ უცაბედი და მწვავე ტკივილი გულ-მკერდის არეში: ეს სიმპტომი შესაძლოა გულის შეტევაზეც მიანიშნებდეს. მაგრამ, ამასთან ერთად, ადამიანს თუ სლოკინიც აქვს, მაშინ უფრო სავარაუდო ინსულტია. ⚡ შესუსტებული კოორდინაციის უნარი: კოორდინაციისა და ორიენტაციის უნარის მოულოდნელად დაკარგვა მიანიშნებს ტვინის იმ ნაწილის დაზიანებაზე, რომელიც მოძრაობაზეა პასუხსიმგებელი. ⚡ უცაბედი დაღლა: აქტიურმა ადამიანმა შესაძლოა, მოულოდნელად შეიცვალოს ხასიათი, მოერიოს ძილიანობ, გაუქრეს რამის კეთების სურვილი და ჩავარდეს დეპრესიაში. ⚡ გონების დაკარგვა: თუ ადამიანს გული მისდის, მას სახე უწითლდება, სუნთქვის უკმარისობა და გულისცემის რიტმის დარღვევაც შესაძლებელია. ⚡ ტკივილი სახის ერთ მხარეს: კიდევ ერთი "ქალთა ინსულტის" სიმპტომია მწვავე ტკივილი სახეზე, სხეულზე ან ერთ კიდურზე.ინსულტის ტესტი: ![]() ვიმედოვნებთ, რომ არასდროს დაგჭირდებათ ამ სტატიის მეორედ წაკითხვა. მაგრამ სიმპტომები მაინც უნდა დაიმახსოვროთ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება 2. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი 3. ეს უნდა იცოდეთ! რისგან უნდა დაიცვათ თმა 4. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი 5. 17 საკვები, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ . 2808 2-ს მოსწონს
|